სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.
ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს.
უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
ქეთევან გოგილაშვილს მრავალწლიანი სამკურნალო, სამეცნიერო, სასწავლო და მართვის გამოცდილება გააჩნია.
პროფ. ქეთევან გოგილაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2006-2009 წლებში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2010-2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. 2018 წლიდან კი - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგეა.
ქეთევან გოგილაშვილი შვიდი სახელმძღვანელოს და 112 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
იგი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში და არაერთი საერთაშორისო და ნაციონალური ორგანიზაციის საპატიო წევრად არის არჩეული.
2010 წელს, სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ABI) ოქროს მედალი გადეცა.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)