"ჰოლივუდის ღიმილი" ალბიუსში

2019-02-04

იდეალური ღიმილი თითოეული ადამიანისთვის სასურველი და საოცნებოა. მის მისაღწევად ხშირად ორთოდონტიულ მკურნალობას ადრეული ასაკიდანვე მიმართავენ, თუმცა სასურველი შედეგის მიღება ყოველთვის ვერ ხდება.

 

მეოცე საუკუნემდე კბილებისა და ზოგადად ღიმილის ესთეტიკა შეიძლება ითქვას, რომ იგნორირებული იყო. საუკუნეების განმალობაში კბილები მხოლოდ ტკივილთან და დისკომფორტთან ასოცირდებოდა, რადგან არ არსებობდა მკურნალობის ელემენტარული საშუალებები. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ხელოვანთა ფერწერულ ნამუშევრებში არსად ჩანს კბილები. ყველასათვის კარგად ცნობილი ლეონარდო და ვინჩის  „ჯოკონდაც“, სავარაუდოდ, სწორედ ამ საიდუმლოს მალავს თავისი მომაჯადოებელი ღიმილის მიღმა.

 

სურათებსა და პოსტერებზე  მსახიობების და მომღერლების გარეგნობა ყოველთვის ქმნიდა მოდურ ტენდენციებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო თხელი და მჭიდროდ მოკუმული ტუჩები. 60-იან წლებში მომღიმარი მერლინ მონროს, სოფი ლორენის, ბრიჯიტ ბარდოსა და სხვა ცნობილი მსახიობების გამოჩენამ კინოინდუსტრიაში სრულიად შეცვალა "ღიმილის მოდა" და მას შემდეგ თეთრი, სწორი კბილები აღარასდროს გასულა მოდიდან. სწორედ ამიტომ ამ ტენდენციას "ჰოლივუდის ღიმილს" უწოდებენ.

 

დღეს ყველას სურს გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად, უფრო ახალგაზრდულად, იმ სელებრითების მსგავსად, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ მედია საშუალებებით.  თანამედროვეობის გაზრდილი ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. ესთეტიკურ სტომატოლოგიაში სწორედ ეს საშუალებები გამოიყენება "ჰოლივუდის ღიმილის" შესაქმნელად.

 

"ფრთხილად იყავით,როდესაც "ჰოლივუდის ღიმილს" მოითხოვთ, რადგან ეს შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ზოგი მასში დიდ, თეთრ, არაბუნებრივ კბილებს გულისხმობს. აქ არ არსებობს სწორი და არასწორი. თქვენთვის იდეალური ის ღიმილია, რომელიც ჰარმონიულად ეხამება თქვენს სახესა და ხასიათს" - კრისტიან კოუჩმენი, ღიმილის ციფრული დიზაინის (DSD) შემქმნელი.

 

ღიმილის დაგეგმარება ანუ დიზაინი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება, არის სწორედ პრინციპულად მნიშვნელოვანი ეტაპი სასურველი შედეგის მისაღებად. ამ დროს გათვალისწინებულია ისეთი დეტალები, როგორიცაა კანის ფერი, სახისა და ტუჩების ფორმა, ღრძილის კონტური, კბილების ზომა და ფერი, თანკბილვა.

 

კბილების იდეალური წყობა და სასურველი, ზოგჯერ არაბუნებრივად თეთრი ფერი ხშირად რამდენიმე სხვადასხვა პროცედურის ერთობლივი შედეგია, რომელსაც ღიმილის ციფრული დიზაინის შექმნის შემდეგ მიმართავენ:

 

✓ პროფესიონალური გათეთრება (სხივით ან კაპებით)

✓ კერამიკის ან კომპოზიტის ვინირები

✓ კერამიკის გვირგვინები

✓ ორთოდონტიული მკურნალობა

✓ ღრძილების პლასტიკა

 

ყველა ეს პროცედურა, ღიმილის ციფრული დიზაინის ჩათვლით, ხელმისაწვდომია ალბიუსის სტომატოლოგიის ცენტრში. ჩვენი ექიმების დამსახურებით, თქვენ მომაჯადოებელი ღიმილის მფლობელი გახდებით.

 

ვარსკვლავები „ჰოლივუდის ღიმილამდე“ და შემდეგ