რა ფორმით მივიღოთ C ვიტამინი, რომ კბილები დაზიანებისგან დავიცვათ?

2019-02-11

მართალია ზამთარი გავიდა, მაგრამ გრიპის სეზონი გრძელდება. ბევრი ჩვენგანი მისი პრევენციისთვის C ვიტამინის წყაროდ ციტრუსის წვენს იყენებს. თუმცა ბევრი სხვა ხილი და ბოსნტეული არანაკლები რაოდენობით შეიცავს ამ ვიტამინს. ამასთანავე, წვენის შენახვისას C ვიტამინის შემცველობა თანდათან მცირდება. არიზონას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, წვენის დამზადებიდან 4 კვირის შემდეგ, მისი რაოდენობა თითქმის ნახევრდება იმის მიხედვით, თუ რა პირობებში მოხდა წვენის შენახვა.

 

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ვიტამინებთან ერთად ხილის წვენებში შაქრის შემცველობა წარმოადგენს. იმისათვის, რომ გრიპის პროფილაქტიკის მიზნით, C ვიტამინის საჭირო რაოდენობა მიიღოთ, რამდენიმე ლიტრი ფორთოხლის წვენი უნდა დალიოთ, რომელიც საშუალოდ 450 გრამ შაქარს შეიცავს, ეს დაახლოებით ასი ჩაის კოვზია. მიღებული შაქარი არა მხოლოდ კვებავს ბაქტერიებს, სოკოებს და სხვა პათოგენებს პირის ღრუში, არამედ ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას და იწვევს იმუნურ სისტემის შესუსტებას.


კიდევ ერთი პრობლება - ციტრუსის წვენში მჟავას მაღალი კონცენტრაციაა, რაც შაქართან ერთად კარიესის განვითარების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის, რადგან იწვევს მინანაქრის „დასუსტებას“ და მას ბაქტერიების მიმართ შეღწევადს ხდის.

 

? არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მინანქარი არასდროს აღდგება. კბილის ფორმირების დასრულების შემდეგ, მისი "წარმომქმნელი" უჯრედები ქრება. სწორედ ამის გამო, მინანქარს აღდგენის უნარი არ გააჩნია.

 

? თუ შევაჯამებთ ზემოთ მოყვანილ ფაქტებს, გრიპის პროფილაქტიკისთვის C-ვიტამინის მიღება უმჯობესია ცალკე, ტაბლეტის ფორმით ან ინტრავენურად, და არა ციტრუსის წვენების სახით - ამით კბილებს დაზიანებისგან დავიცავთ და შესაბამისად ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ.