რატომ არის ცირკონიუმის გვირგვინები ასეთი პოპულარული?

2019-02-18

 პირველ რიგში ესთეტიკური თვისებების გამო. მათი გარჩევა ძნელია ბუნებრივი კბილებისგან, ვინაიდან გააჩნია ბუნებრივთან მიახლოებული გამჭვირვალობა, ფერი და ბზინვარება, ანუ ყველა ის თვისება, რაც იდეალური გვირგვინისთვისაა აუცილებელი. ამასთანავე, მეტალის არარსებობის გამო ღრძილის კიდესთან მას არ გააჩნია ე.წ „მუქი ზოლი".

 

მაღალი სიმტკიცე ცირკონიუმის გვირგვინებს მეტ გამძლეობას ანიჭებს სხვა სახის გვირგვინებთან შედარებით.

 

მაღალი ბიოშეთავსებადობის გამო, პრაქტიკულად არასოდეს იწვევს ალერგიულ რეაქციას, ან ღრძილის გაღიზიანებას. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ იგივე მასალა (ცირკონიუმის ოქსიდი) დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ენდოპროთეზირებისთვის ხელოვნური სახსრის დასამზადებლად. სწორედ იგივე ბიოშეთავსებადობის გამო, ბოლო დროს, ცირკონიუმის ოქსიდი დენტალურ იმპლანტაციაშიც გამოიყენება, როგორც ტიტანის იმპლანტების ალტერნატივა.

მოითხოვს მინიმალურ პრეპარირებას, ანუ კბილის მინიმალურად დამუშავებას, რაც უფრო მეტი ბუნებრივი კბილის ქსოვილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.