ვინირები - მითი თუ რეალობა?

2019-02-04

თუ თქვენი კბილების ვიზუალური მხარე არ გაკმაყოფილებთ და ამის მიზეზი კარიესული დაზიანებები, მინანქრის ცვეთა, ბზარები ან ფერის შეცვლაა - ფაიფურის ვინირები თქვენთვის საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. ვინირები არაჩვეულებრივად ნიღბავს მინანქრის ლაქებსაც და მცირე ხარვეზებს კბილთა განლაგებაში. მათი მაღალი ესთეტიკური თვისებების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე მცდარი აზრი. მაგალითად, ამბობენ, რომ:


✓ ვინირების გაკეთება მტკივნეულია - სინამდვილეში, სხვა პროცედურების მსგავსად, ვინირების გაკეთების დროსაც გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარება და ის თავიდან აგაცილებთ ტკივილს და დისკომფორტს.


✓ ვინირები მხოლოდ წინა კბილებზე კეთდება - უმეტეს შემთხვევაში, ვინირები იმ კბილებზე კეთდება, რომლებიც ღიმილის დროს მოსჩანს - ზედა წინა 6 კბილი. თუმცა საჭიროების მიხედვით, მისი გაკეთება შესაძლებელია გვერდით კბილებზე და ქვედა საჭრელებზეც.


✓ ვინირის დასამაგრებლად საჭიროა კბილის დიდი ფართობის დამუშავება (დაქლიბვა) - სინამდვილეში კბილის მხოლოდ წინა ზედაპირის ზედაპირული პრეპარირება ხდება.


✓ ვინირები მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით კეთდება - უმრავლეს შემთხვევაში, ვინირები ღიმილის კორექციისთვის კეთდება, თუმცა მათი საშუალებით უკანა კბილებზე ზოგჯერ ლოყების მოცულობის კორექციაცაა შესაძლებელი.


✓ ვინირები არაბუნებრივად თეთრია და ძალიან შესამჩნევი - თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ვინირები ფერითა და განჭვირვალობით ბუნებრივ კბილებს ზუსტად შეესაბამებოდეს.