ნანა დავითური

თერაპევტი სტომატოლოგი

ნანა დავითურმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) კი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. 

 

მოგვიანებით კვალიფიკაცია აიმაღლა და დაეუფლა CAD/CAM ტექნოლოგიის ინოვაციებს. ამჟამად "ალბიუსში" CEREC სისტემით მხატვრულ რესტავრაციებს ასრულებს.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები:

✓ CAD/CAM ტექნოლოგიები

✓ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მეტაბოლურ-ენდოკრინული პათოლოგიები

✓ მხატვრული რესტავრაციები