ენდოდონტიურ პრაქტიკაში მუშაობის სწორი წესები

ალბიუსის ენდოდონტიის სკოლა გთავაზობთ განახლებულ კურსს - "ენდოდონტიურ პრაქტიკაში მუშაობის სწორი წესები" 

👩‍🏫 კურსს წარუძღვება - მედიცინის დოქტორი, სოფიო სამხარაძე

✓ ალბიუსის ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
✓ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
✓ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
✓ სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ექიმი სტომატოლოგი
✓ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი

კურსის ასისტენტები იქნებიან სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ახალგაზრდა ექიმები

კურსის მოკლე შინაარსი

I-II დღე:
💢 საიზოლაციო სისტემების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში - დამოუკიდებელი მუშაობა მულაჟზე
💢 კბილის ღრუს ანატომია და სწორი მისადგომის ფორმირება (მინიმალური ინვაზიის პრინციპები), კბილის ღრუს ფორმირება და გასუფთავება - მუშაობა ამოღებულ კბილებზე
💢 კბილის არხის დამუშავების და ფორმირების ძირითადი პრინციპები ხელის და მექანიკური ინსტრუმენტებით - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 ირიგანტები, ანტისეპტიკები და არხშიდა ნახვევები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 არხის დაბჟენის მეთოდები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
💢 შეცდომები და გართულებები ენდოდონტიური მკურნალობის დროს, მათი თავიდან აცილების გზები

III დღე
💢 პრაქტიკული მუშაობა პაციენტებთან

💵 კურსის საფასური - 800 ლარი

📝 გრაფიკი
16-18 ოქტომბერი (პარასკევი-კვირა)
პარასკევი - 15:00 საათი
შაბათი - 11:00 სათი
კვირა - 12:00 საათი

რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 ოქტომბერი.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 240 708