ვიზიტის გაუქმების პირობები

დაგვიანება

 

ჩვენი ყველა პაციენტის დროული მომსახურების და მოცდის პერიოდის ელიმინაციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ყველა პაციენტი ჩანიშნულ დროს გამოცხადდეს.

დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობისთვის განკუთვნილი დრო მოგაკლდებათ და შეიძლება განმეორებითი ვიზიტის ჩანიშვნა გახდეს საჭირო. ჩვენი მიზანია, ყველა ვიზიტი წინასწარგანსაზღვრულ დროს არ გადასცილდეს, რათა შემდეგ პაციენტს დისკომფორტი არ შეექმნას.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ზოგჯერ დაგვიანება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება, ამიტომ ყოველთვის ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დაკარგული დრო ავანაზღაუროთ და თქვენი მკურნალობის პროცესი არ შეფერხდეს.

 

თუ ჩანიშნულ დროს მოსვლას ვეღარ ახერხებთ, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენთვის კომფორტული დროის შერჩევაში და ვიზიტის თარიღის შეცვლაში იმ შემთხვევაში, თუ 24 საათით ადრე შეგვატყობინებთ ცვლილების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, გავითვალისწინოთ თქვენი საჭიროებები და, ასევე, უზრუნველვყოთ იმ პაციენტების დროულად მიღებაც, ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდება.

 

ვიზიტის გაუქმება და გაცდენა

ალბიუსში ვიზიტის დაჯავშნის შემდეგ, ეს დრო მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი ჯავშნების პოლიტიკა, რამეთუ ჩვენი ყველა რესურსი მხოლოდ ერთ პაციენტზე, მისთვის გამოყოფილი დროის მონაკვეთისთვისაა განკუთვნილი.

ბუნებრივია, ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებმაც შესაძლოა გეგმები შეგვიცვალოს, თუმცა გაცდენილი ვიზიტები, ერთის მხრივ, სტომატოლოგს და კლინიკას აფერხებს, და, მეორეს მხრივ, ეს დრო შეიძლებოდა გამოეყენებინათ პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი მომსახურება ესაჭიროებათ.

სწორედ ამიტომ შეიმუშავა ალბიუსმა ვიზიტის გაუქმების/გადაჯავშნის წესი.

 

24 საათით ადრე გაფრთხილების გარეშე ვიზიტის გაუქმების ან გაცდენის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკაში დაერიცხება დავალიანება 50 ლარის ოდენობით.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

- შეგიძლიათ გადაჯავშნოთ ან გააუქმოთ ჯავშანი ვიზიტამდე მინიმუმ 24 საათით ადრე

- ჩანიშნულ ვიზიტამდე თუ 24 საათით ადრე არ მოხდა შეტყობინება ვიზიტის გაუქმების შესახებ, ავტომატურად გააქტიურდება ვიზიტის გაუქმების/არ გამოცხადების წესი.

- არასამუშაო საათებში კლინიკის ინფორმირება (სოც. ქსელების, ელ. ფოსტის მეშვეობით), ავტომატურად გააქტიურებს ვიზიტის გაუქმების წესს. გთხოვთ, დაგვირეკოთ 0322400707 - თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ გვიკავშირდებით ტელეფონით, დაგვიკავშირდით Facebook გვერდზე ან მეილზე: info@albius.ge

- ორშაბათის ვიზიტის გასაუქმებლად, შაბათს 14:00 საათამდე დაგვიკავშირდით

 

ჩვენი რეგისტრატორები ვიზიტს სატელეფონო ზარით ან SMS შეტყობინების სახით შეგახსენებენ. გაითვალისწინეთ, რომ თუ შეხსენებას არ მიიღებთ, არ ნიშნავს, რომ ჯავშანი გაუქმებულია.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პაციენტებისათვის მაღალი დონის სამედიცინო სერვისები გვაქვს, თუმცა დაგვიანება და გაცდენილი ვიზიტები აზარალებს კლინიკას, მოქმედებს სხვა პაციენტების განრიგზეც და უქმნის მათ დისკომფორტს.

 

გთხოვთ, თუ დაჯავშნილ ვიზიტზე მოსვლას ვერ ახერხებთ, გაგვაგებინეთ რაც შეიძლება ადრე. ეს საშუალებას გვაძლევს, ეს დრო შევთავაზოთ იმ პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ.

 

ბოლო წუთს გაუქმებული ვიზიტის ახალი ჯავშნით შევსების სირთულის გამო, გთხოვთ, ინფორმაცია 24 საათით ადრე მოგვაწოდოთ. გაითვალისწინეთ, რომ გაუფრთხილებლად გაცდენილი ვიზიტის დროს ავტომატურად უქმდება ყველა ვიზიტი, რომელიც ალბიუსში შეიძლება გქონდეთ ჩანიშნული.

 

გთხოვთ, გაგვიწიოთ ანგარიში, მხედველობაში მიიღოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება. იმ მომსახურების, რომლითაც თქვენ, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანები, სარგებლობთ.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

თუ დროის შეცვლა დაგჭირდებათ, დაგვირეკეთ: 0322400707  ან დაგვიკავშირდით online