რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე?

2020-12-16

ცხადია, თქვენი ძილისწინა რუტინა გადატვირთულია სახის დაბანის, მასაჟის, კანის მოვლის პროცედურებით, ან სულაც გარეთ გატარებული საღამოს შემდეგ, შეიძლება ერთი სული გქონდეთ ბალიშს ჩაეხუტოთ და ამ დროს კბილების გამოხეხვა სრულებით დაგავიწყდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველამ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ კბილების გახეხვით კარიესების გაჩენას ვებრძვით, ბონუსად კი თეთრ კბილებსა და ჯანსაღ სუნთქვასაც ვიღებთ - მაინც გამოგვიტოვებია ეს აუცილებელი პროცედურა ზოგჯერ სიზარმაცის, ზოგჯერ დაღლილობის გამო.

მოკლედ იმის შესახებ, თუ რა ხდება პირის ღრუში

ბაქტერიების წყალობით თხელი ბიოაპკი მუდმივად წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე. ის თანდათან სქელდება და 24 საათის განმავლობაში კბილის ნადებად გარდაიქმნება. ბაქტერიების ეს გროვა დღის განმავლობაში  გამოყოფს მჟავას  და მაშინაც კი, როცა საჭმელს მიირთმევთ. მჟავა კი შლის მინანაქრის ზედა ფენას და იწყება კარიესული პროცესის განვითარება. ამიტომაა მნიშვნელოვანი 12 საათში ერთხელ მაინც ბიოაპკის მოშორება (ნადები რომ არ დაგროვდეს). რაც უფრო მეტხანს დარჩება ნადები კბილის ზედაპირზე და რაც უფრო მეტი ბაქტერია დაგროვდება მასში, მით მეტჯერ მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი.

კბილები უნდა გამოიხეხოთ დილით გაღვიძების შემდეგ და ღამით ძილის წინ. თუმცა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საღამოს, გახეხვის შემდეგ აღარაფერი მიირთვათ და სუფთა პირის ღრუთი დაიძინოთ.

სუსნაობის საკითხი

როგორც აღმოჩნდა, სადილიდან დაძინებამდე ინტერვალში კბილების გამოხეხვა უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ ძილის წინ, რადგან კბილის პასტაში და სავლებში შემავალ ფტორს უფრო მეტი დრო აქვს მოქმედებისთვის.

 

მაგრამ ნუ იჩქარებთ და ჭამის შემდეგ კბილებს დაუყოვნებლივ ნუ გაიხეხავთ. ჭამის დროს საკვებში შემავალი მჟავების ზემოქმედებით მინანქრის ზედა ფენა დასუსტებულია და დრო სჭირდება, რათა ნერწყვის საშუალებით მინერალები აღიდგინოს. გახეხვით კი ამ ფენას კიდევ უფრო დავაზიანებთ და ეროზიულ პროცესებს შევუწყობთ ხელს. უმჯობესია, 30 წუთი მაინც მოვიცადოთ. თუ საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლება უშუალოდ ჭამის შემდეგ გსურთ, ამისათვის უბრალოდ წყლის გამოვლებაც საკმარისია.

როგორც აღმოჩნდა, სადილიდან დაძინებამდე ინტერვალში კბილების გამოხეხვა უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ ძილის წინ, რადგან კბილის პასტაში და სავლებში შემავალ ფტორს უფრო მეტი დრო აქვს მოქმედებისთვის.

მაგრამ ნუ იჩქარებთ და ჭამის შემდეგ კბილებს დაუყოვნებლივ ნუ გაიხეხავთ. ჭამის დროს საკვებში შემავალი მჟავების ზემოქმედებით მინანქრის ზედა ფენა დასუსტებულია და დრო სჭირდება, რათა ნერწყვის საშუალებით მინერალები აღიდგინოს. გახეხვით კი ამ ფენას კიდევ უფრო დავაზიანებთ და ეროზიულ პროცესებს შევუწყობთ ხელს. უმჯობესია, 30 წუთი მაინც მოვიცადოთ. თუ საკვების ნარჩენებისგან გათავისუფლება უშუალოდ ჭამის შემდეგ გსურთ, ამისათვის უბრალოდ წყლის გამოვლებაც საკმარისია.

სუსნაობა საკვების მიღებებს შორის სასათბურე პირობებს უქმნის ბაქტერიებს, რადგან ისინი შაქრითა და ნახშირწყლებით იკვებებიან. ამიტომ შეეცადეთ მისგან თავი შეიკავოთ.

ღამის განმავლობაში, როცა ნაკლები ნერწყვი გამოიყოფა, კბილები განსაკუთრებით დაუცველია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ძილის დროს პირის ღრუ მაქსიმალურად სუფთა იყოს. და თუ მაინც მოხდა, რომ კბილების გახეხვა ვერ მოახერხეთ, სანერვიულო არაფერია, თუ ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

რბილი ნადების გამყარება, ანუ კალციფიკაცია სწრაფად არ ხდება. ჯაგრისის საშუალებით ერთი დღის ხნოვანების ნადები ადვილად შორდება, თუკი ვიხეხავთ 2-დან 4 წუთამდე და ფლოსის (ჩვენების მიხედვით), კბილთაშორისი ჯაგრისების და ირიგატორის გამოყენებაც არ გვავიწყდება.

სუსნაობის მოყვარულები უფრო მიდრეკილნი არიან კარიესის გაჩენისკენ. თუ მთელი დღის განმავლობაში სუსნაობთ, ბაქტერიებიც მთელი დღე ფხიზლობენ, ითვისებენ ნახშირწყლებს და მჟავას გამოყოფენ.

 

კბილების გამოხეხვისას გასათვალისწინებელი რჩევები

✓ გაიხეხეთ 24 საათის მანძილზე 2-ჯერ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში (2 წუთი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამიტომ დაინიშნეთ დრო)

✓ გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტა. ფტორი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

✓ გამოიყენეთ ის კბილის ჯაგრისი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. თუ ხელის მოძრაობა შეზღუდული გაქვთ, სცადეთ ელექტროჯაგრისი.

ჯაგრისი გამოცვალეთ 3-4 თვეში ერთხელ. ჯაგრულების დეფორმაციის ან დაბინძურების შემთხვევაში კი უფრო ადრეც.

ნუ გამოიყენებთ გადაჭარბებულ ძალას გამოხეხვისას. ჩვეულებრივ, ეს ჯაგრისსაც ეტყობა ხოლმე - ჯაგრულების მიმართულება შეცვლილია და გაშლილია პერიფერიისკენ. ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ ძალა აკონტროლოთ და დაზოგოთ კბილები და ღრძილები.

გაიწმინდეთ ფლოსით, კბილთაშორისი ჯაგრისებით ან/და ირიგატორით კბილთაშორის სივრცეები დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე უამრავი ბაქტერია რჩება პირის ღრუში და არცთუ სასიამოვნო სუნის მიზეზიც ხშირად სწორედ ეს არის.

✓ გახეხვის ნაცვლად ჭამის შემდეგ გამოივლეთ წყალი. ის საკვების ნარჩენებსაც მოგაშორებთ და დამაზიანებელ მჟავებსაც.

 

და ბოლოს ...

უნდა გვახსოვდეს, რომ: არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად როდის გავიხეხავთ კბილებს. მთავარია სუფთა პირის ღრუთი დავიძინოთ. აუცილებლად უნდა გავიხეხოთ 2-ჯერ დღეში და კბილთაშორისი სივრცეებიც გავიწმინდოთ  იმისათვის, რომ ხელი შევუშალოთ კარიესის, ღრძილების დაავადების და მომატებული მგრძნობელობის გაჩენას. და ზოგადად, ნაკლებად ვისუსნაოთ, რომ არ ვკვებოთ პატარა "მონსტრები" ჩვენს პირის ღრუში.