სოფო სამხარაძე

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

 

სოფიო სამხარაძემ უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. 2000 წელს - უცხო ენათა განათლების ბაკალავრის ხარისხი, 2005 კი - მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

 

თითქმის 20 წლიანი საექიმო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ეწევა სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას. 2011 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012-2016 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობისუნივერსიტეტის პროფესორი;2020 წლიდან ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელია.

 

სხვადასხვა დროს გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი.

 

2005 წლიდან სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, 2010 წლიდან კი სტომატოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრია. 2009 წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ჟურნალის “GSA-News”-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 2014 წლიდან კი ამავე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია.

 

ავტორია ორი სახელმძღვანელოს და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა.

 

პრაქტიკული კურსები გავლილი აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან სტომატოლოგიურ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში.