თეა ნაცვლიშვილი

ქირურგი პაროდონტოლოგი

თეა ნაცვლიშვილი არის ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი და ქირურგი-პაროდონტოლოგი 12 წლიანი გამოცდილებით. აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და არის პაროდონტოლოგიის ორტომეული სახელმძღვანელოს „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა“ ავტორი.

იგი ასევე არის საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ RADIX-ის სამეთვალყურეო ბორდის წევრი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი და იტალისს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების წევრი.


თეა ნაცვლიშვილი ფლობს პაროდონტოლოგიური მკურნალობის არა-ქირურგიულ და ქირურგიულ მეთოდებს, აქვს საუკეთესო შედეგები პაროდონტიტიანი კბილების ირგვლივ ძვლოვანი დეფექტების რეგენერაციაში და ღრძილის რეცესიის მქონე კბილების რბილი ქსოვილების აუგმენტაციაში.


თეა ნაცვლიშვილი მუდმივად იღებს მონაწილეობას და არის თანა-ორგანიზატორი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართული საერთასორისო კონფერენციებისა და პრაქტიკული კურსების.


თეა ნაცვლიშვილი არის რომის უნივერსიტეტ საპიენცას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის განხრით.