დაიწყო რეგისტრაცია პროგრამაზე "ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია"

2019-04-08

🎓 ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია 🎓

მიმდინარეობს რეგისტრაცია დიპლომისშემდგომი განათლების სპეციალიზაციის კურსის პროგრამაზე "ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია". მსურველებმა მოგვწერეთ ინბოქსში ან დაგვირეკეთ ☎️ 224 0708

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი
სწავლა დაიწყება 2 მაისს.

კურსის ხელმძღვანელი: სოფიო სამხარაძე

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

✔️ ბავშვის მომზადება ვიზიტისთვის - ასაკისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით

✔️ ბავშვთა პირის ღრუს კარიესული, არაკარიესული, პაროდონტის და ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

✔️ ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები

✔️ განვითარების დარღვევებთან ასოცირებული გამოვლინებები პირის ღრუში

✔️ ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესაბამისი ორთოდონტული მურნალობის დაგეგმვა, შერჩევა და მონიტორინგი

✔️ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენური მოვლის სწავლების სტრატეგიები

✔️ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნიშნების ამოცნობა, რეაგირება და ექიმის პასუხისმეგბელობის საკითხები