პაროდონტოლოგია

პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარება ღრძილებიდან იწყება. ალბიუსში პაროდონტოლოგიური მკურნალობის ოქროს სტანდარტი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ დაინერგა.

 

იმპლანტოლოგია

დენტალური იმპლანტაცია კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციია აღდგენის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.

 

ორთოპედია

დანაკლისი კბილების აღდგენა, რაც ორთოპედიული სტომატოლოგიის მიზანს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.

კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები.

ალბიუსში ყველა სახის ორთოპედიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი. კონსულტაციაზე ექიმი და პაციენტი ერთად შეარჩევს მისთვის ოპტიმალურ, სასურველ და ხელმისაწვდომ კონსტრუქციას.

ორთოდონტია

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას (ხშირად ამ მიზნით ვინირებსაც მიმართავენ). იმის გათვალისწინებით, რომ თანკბილვა და კბილთა შეთანასონების დარღვევა სახის ნაკვთებზე, გამომეტყველებასა და ტანადობაზეც კი აისახება, საუკეთესო ესთეტიკური ეფექტის მიღება მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის დახმარებითაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ბრეკეტ-სისტემების საშუალებით კი შედეგის მიღწევა ოპტიმალურ დროშია შესაძლებელი.

 

თერაპიული მკურნალობა

ესთეტიკური სტომატოლოგია

კბილების გათეთრების რა მეთოდებია ალბიუსში?

კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ალბიუსში გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს. სასურველ პროცედურას კი პაციენტი თავად ირჩევს. 

კბილების გათეთრებისთის გამოიყენება როგორც ინდივიდუალური კაპები (სახლის სისტემა), ისე სხივით გათეთრება (ოფისის სისტემა). ორივე შემთხვევაში კბილის მინანქარზე მოქმედებს გამათეთრებელი გელის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტი -- წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდი, რომლის დაშლის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი. სწორედ ჟანგბადი აღწევს ქსოვილში და შლის პიგმენტებს. განსხვავება ამ ორი ტიპის გათეთრებას შორის მდგომარეობს გელის კონცენტრაციასა და მოქმედების ხანგრძლივობაში. შესაძლებელია გათეთრების პროცესის მართვა და ფერის ცვლილება 3-8 ტონით. 

 

როგორია კბილების გათეთრების პროცედურა?

 

კაპებით გათეთრების შემთხვევაში ექიმი აიღებს ანაბეჭდს და ლაბორატორიაში დამზადდება გამჭვირვალე კაპები ზედა და ქვედა ყბისთვის. ექიმი ასევე გაძლევთ გამათეთრებელ გელს და გიტარებთ გამოყენების ინსტრუქტაჟს. კაპები მათში მოთავსებულ გელთან ერთად უნდა ატაროთ ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმით.

 

კაპებთან შედარებით გათეთრების სწრაფი მეთოდია ოფისის სისტემა, ანუ სხივით გათეთრება. ამ შემთხვევაში შედეგი  ერთ ვიზიტზე მიიღწევა.

 

„ალბიუსში“ სხივური გათეთრება დიოდური ლაზერის და FLASH სისტემით ხდება. FLASH ულტრათანამედროვე - ყველაზე ეფექტური კომბინირებული სისტემაა კბილების გათეთრებისთვის.

 გამოყენებით ხორციელდება.  პროცედურის დასაწყისში ექიმი ღრძილებს სპეციალური საშუალებით ფარავს. კბილებზე თავსდება მათეთრებელი გელი და ლაზერის სხივი გელს ააქტიურებს, შლის პიგმენტებს და 30-40 წუთში კბილები რამდენიმე ტონით თეთრდება. დასრულებისას, მგრძნობელობის მომატების თავიდან ასაცილებლად, კბილები ფტორის შემცველი ლაქით იფარება. გათეთრების შემდეგ ექიმი ფერის საბოლოო სტაბილიზაციისთვის  2 კვირიან „თეთრ დიეტას“ გინიშნავთ.

 

ვინირები

 

ვინირები  სწორედ ის საშუალებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ ეგრეთწოდებული „ჰოლივუდის ღიმილის“ შესაქმნელად.  ეს მეთოდი  შესაძლებელს ხდის კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და დგომის კორექციას მინიმალური ინვაზიით ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგით. ვინირებით კარგად ინიღბება დაბზარული, ლაქებიანი ან დეფექტების მქონე კბილის მინანქარი. შესაძლებელია კბილის გადიდება ან, არასწორი დგომის შემთხვევაში, მცირედ შემობრუნებაც. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, ორთოდონტიულ მკურნალობას ანაცვლებს.

 

ვინირი წარმოადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, რომელიც კბილის ზედაპირზე მაგრდება.

მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვინირი გამძლე კონსტრუქციაა და ღიმილიც დიდხანს შეინარჩუნებს მომხიბვლელობას სათანადო მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში.

 

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვებისთვის სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი სასურველია მისი ფსიქოლოგიური შემზადებით დაიწყოს, ვინაიდან, პირველ შთაბეჭდილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის, პირის ღრუს მოვლისა და ზოგადად, ექიმების მიმართ. პატარა პაციენტის ექიმთან პირველი შეხვედრა შემდგომში სტომატოლოგიურ კაბინეტში მისი ქცევის განმსაზღვრელი ხდება, შესაბამისად, პოზიტიური განწყობის ფორმირება ვიზიტამდე, სახლში უნდა დაიწყოს.

 

დენტალური რადიოგრაფია

დენტალური რენტგენი თქვენს სტომატოლოგს საშუალებას აძლევს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პირის ღრუს მაგარ (კბილებსა და ძვლებზე) და რბილ ქსოვილებზე, რომლებიც თქვენს კბილებს ყბის ძვალში აფიქსირებს.

ალბიუსში შესაძლებელია ყველა ტიპის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ცენტრი აღჭურვილია Sirona-ს ულტრათანამედროვე აპარატებით