ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ შესახებ

სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.

 

ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს. 

 

უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.

გაიცანით ჩვენი გუნდი

გაიგე ჩვენი კვალიფიციური ექიმების შესახებ

ვახო გოგუა
თერაპევტი სტომატოლოგი, პირის ღრუს ქირურგი

ვახო გოგუამ უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. სარეზიდენტო პროგრამა 2016-17 წლებში სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ გაიარა. სარეზიდენტო კურსის გავლის შემდებ  „ალბიუსის“ თერაპევტი სტომატოლოგია.

უფრო მეტი ჩვენს შესახებ

სიახლეები

ალბიუსის პაროდონტოლოგები Zucchelli Institute-ში

2023-07-24

ალბიუსის პაროდონტოლოგებმა თეა ნაცვლიშვილმა, ლიკა გოგილაშვილმა და სალომე კვანტალიანმა ბოლონიაში, Zucchelli Institute-ში, მონაწილეობა მიიღეს პროფესორ Giovanni Zucchelli-ს მიერ ჩატარებულ საავტორო კურსში პაროდონტოლოგიურ პლასტიკურ ქირურგიაში.

დეტალურად

ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის პაროდონტოლოგიის ორტომეულის პრეზენტაცია

2022-10-12

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კლასიფიკაციის განახლების შემდეგ, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს, მიდგომას, მეთოდს, რეკომენდაციას და მტკიცებულებებს ეფუძნება.

დეტალურად

ახალი ორტომეული სახელმძღვანელო პაროდონტოლოგიაში

2022-09-02

ალბიუსის ექიმებმა გამოსცეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო, რომელიც, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კლასიფიკაციის განახლების შემდეგ, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს, მიდგომას, მეთოდს, რეკომენდაციას და მტკიცებულებებს ეფუძნება.

დეტალურად

ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა

2020-12-18

სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“ ნოვაციური სერვისების განვითარებას განაგრძნობს. 2019-20 წლებში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო.

დეტალურად

Invisalign ალბიუსში

2020-09-22

ალბიუსის ორთოდონტი მარიკა ნანეიშვილი Invisalign -ის სერტიფიცირებული პროვაიდერი გახდა.

დეტალურად

პერიოსკოლა - 5 წლის!

2020-09-11

2015 წლის 11 სექტემბერს ალბიუსის პერიოსკოლის პრეზენტაცია შედგა.

 

დეტალურად

AiPS POPS - კურსი ორთოპედების, ორთოდონტებისა და ქირურგებისთვის

2020-09-09

ალბიუსის პერიოსკოლა იწყებს ორთოპედების, ორთოდონტებისა და ქირურგებისთვის გაერთიანებულ, მოკლე - 4 დღიან სასწავლო კურსს!

დეტალურად

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია | აქციე შენი კლინიკა ბრენდად

2020-02-02

2020 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ახალი სახელმძღვანელოს “აქციე შენი კლინიკა ბრენდად – სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი” პრეზენტაცია გაიმართა.

დეტალურად

დაუვიწყარი დღე პერიოსკოლაში

2019-10-12

12 ოქტომბერი ემოციებით სავსე და დაუვიწყარი დღე იყო პერიოსკოლაში. ჩატარდა მიშელ რენერსის და ჟილე განიოს მასტერკლასი, რომელიც ერთერთი საუკეთესო იყო ჩვენს მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებს შორის.

დეტალურად

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია ალბიუსში

2019-07-05

წლის ყველაზე მასშტაბური კონგრესის "ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში" დაწყებამდე, ორი დღით ადრე თბილისში ჩამოსულ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს, ჩვენმა დამფუძნებელმა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა, ალბიუსში პირადად უმასპინძლა.

დეტალურად

ალბიუსის გუნდს ახალი წევრი შეემატა!

2019-06-04

ალბიუსის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტს კიდევ ერთი წევრი, კასუმი ბაროუქი შეემატა. იგი მოღვაწეობს იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეწევა როგორც პრაქტიკულ მუშაობას, ისე აკადემიურ საქმიანობას.

დეტალურად

ჯანმრთელი ღრძილის დღე ლისზე

2019-05-13

12 მაისს მსოფლიო ღრძილის ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.

დეტალურად

"ალბიუსი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა

2019-05-08

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

დეტალურად

დაიწყო რეგისტრაცია ენდოდონტიის სკოლაში მისაღებად

2019-03-22

დაიწყო რეგისტრაცია ენდოდონტიის საერთაშრისო სკოლაში. რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 აპრილია. სწავლა დაიწყება 17 აპრილს. 

დეტალურად

სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრონციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია გაიმართა

2018-11-20

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა.

 

ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას.

 

აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის ოპტიმიზაციისთვის.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში, სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიში” პრეზენტაცია გაიმართა.

დეტალურად

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის შესახებ

2018-11-01

"ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სტომატოლოგიური ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა. სახელმწიფოს მხრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეგულაციების ამოქმედება დაწესებულებების ნაწილისთვის განვითარების მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.

 

სკოლის მიზანია სტომატოლოგიური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სტუდენტები სტომატოლოგიური ბაზრის თავისებურებებს, მოლაპარაკების მეთოდების ხელოვნებას, ეფექტურ კომუნიკაციას, მარკეტინგული და სტრატეგიული მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას შეისწავლიან. გაეცნობიან ჯანდაცვის კანონმდებლობას, ფინანსურ მენეჯმენტს, შრომითი ურთიერთობების თავისებურებებს, მმართველობის ტიპებს, ორგანიზაციის შიდა, სახელმწიფო და საერთაშორისო მართვის სისტემებსა და რეგულაციებს.

 

სკოლის ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი

დეტალურად

დარეგისტრირდი და გახდი პროფესიონალი

ჩვენი სკოლები

პაროდონტოლოგიის სკოლა

ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:

✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)

დეტალურად
ენდოდონტიის სკოლა

 

COMING SOON

დეტალურად