Covid-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ, ალბიუსის გუნდმა გაატარა რიგი ღონისძიებები, რომლებიც ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ალბიუსში 4 მიმართულებით შეიცვალა და გამკაცრდა მოთხოვნები: ინფრასტრუქტურა და სამუშაო პროცესები, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების პროტოკოლების შეცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარება და პერსონალის გადამზადება.
ალბიუსის ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის და COVID 19-თან ასოცირებულ სახელმძღვანელო მითითებებს.
✓ სტერილიზაციის თანამედროვე და დაცული ოთახი ✓ ზედაპირების ყოველდღიური დეზინფექცია ✓ სამედიცინო ნარჩენების მართვა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ✓ ერთჯერადი ინსტრუმენტების გამოყენება, სადაც ეს შესაძლებელია ✓ სამკურნალო კაბინეტებში გაუმჯობესებული ჰაერის ფილტრაციის სისტემა ✓ სამედიცინო პერსონალის ეკიპირება მანიპულაციების შესაბამისად ✓ თერმოსკრინინგი - როგორც პერსონალის, ისე პაციენტების |
✓ ჯანმრთელობის შეფასება და რისკის განსაზღვრა
სამკურნალო პროცედურების ჩატარების დროს:
✓ სამკურნალო კაბინეტში მხოლოდ პაციენტის შეშვებაა ნებადართული |
![]() |
უსაფრთხოების მკაცრი ზომების დანერგვით, ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული გარემო, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ნებისმიერი სტუმრისთვის.