? ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია ?
მიმდინარეობს რეგისტრაცია დიპლომისშემდგომი განათლების სპეციალიზაციის კურსის პროგრამაზე "ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია". მსურველებმა მოგვწერეთ ინბოქსში ან დაგვირეკეთ ☎️ 224 0708
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 აპრილი
სწავლა დაიწყება 2 მაისს.
კურსის ხელმძღვანელი: სოფიო სამხარაძე
სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:
✔️ ბავშვის მომზადება ვიზიტისთვის - ასაკისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით
✔️ ბავშვთა პირის ღრუს კარიესული, არაკარიესული, პაროდონტის და ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
✔️ ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები
✔️ განვითარების დარღვევებთან ასოცირებული გამოვლინებები პირის ღრუში
✔️ ბავშვის ასაკობრივი განვითარების შესაბამისი ორთოდონტული მურნალობის დაგეგმვა, შერჩევა და მონიტორინგი
✔️ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენური მოვლის სწავლების სტრატეგიები
✔️ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნიშნების ამოცნობა, რეაგირება და ექიმის პასუხისმეგბელობის საკითხები