2019 წლის 28-29 იანვარს, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის სტომატოლოგი და ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, გვანცა ტაბაღუა, კომპანია New-Line Dental-ის ეგიდით და VDW-ს ოფიციალური მიწვევით გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, ქრისტოფ ცირკელის ენდოდონტიური მკურნალობის ორდღიან ტრენინგზე იმყოფებოდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალარად დაკვირვებოდნენ ენდოდონტიაში არსებული ულტრათანამედროვე მასალების შექმნისა და დამზადების პროცესს და ამავდროულად გამადიდიდებელი სისტემების გამოყენებით ენდოდონტიური მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიების ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაციის მეთოდებს დაუფლებოდნენ. ტრენინგის დასასრულს გვანცა ტაბაღუას VDW-ს ლიცენზირებული ტრენერის სერტიფიკატი გადაეცა.
მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანია ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც ფუნქციონირებას თებერვალში დაიწყებს.