როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით მუშაობის წესები ენდოდონტიურ პრაქტიკაში

ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ ერთდღიან სასწავლო კურსს "როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით მუშაობის წესები ენდოდონტიურ პრაქტიკაში"


კურსს წარუძღვება - მედიცინის დოქტორი, სოფიო სამხარაძე
✓ ალბიუსის ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
✓ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
✓ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
✓ სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ექიმი სტომატოლოგი
✓ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი


კურსის ასისტენტები იქნებიან სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ახალგაზრდა ექიმები.


კურსის მოკლე შინაარსი


- როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტების დახასიათება და მათი გამოყენების პროტოკოლი
- მუშაობის თანმიმდევრობა
- ენდობუნიკები, მათი დახასიათება და მუშაობის თავისებურებები
- საიზოლაციო სისტემების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში - დამოუკიდებელი მუშაობა მულაჟზე
- კბილის არხის დამუშავების და ფორმირების ძირითადი პრინციპები როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
- ირიგანტები, ანტისეპტიკები და არხშიდა ნახვევები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე
- არხის დაბჟენის მეთოდები - მუშაობა პლასტიკურ მრავალფესვიან კბილებსა და ამოღებულ კბილებზე

 

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 240 708