ჩვენ შესახებ

სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.

 

ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს. 

 

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პაროდონტოლოგია, როგორც მიმართულება არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორიც დღესაა. უკანასკნელ წლებში, კვლევისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ, მთელ მსოფლიოში ბუნებრივად შეცვალა პაროდონტოლოგიური მკურნალობის ხედვა და მიდგომები, გაიზარდა მისი მნიშვნელობა კომპლექსურ მკურნალობაში. ჩვენ უკვე ბოლო 5 წელია გავემიჯნეთ რუსეთში აღიარებულ პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ კლასიფიკაციას (1983 წელს საბჭოთა სტომატოლოგების XVI ყრილობაზე მიღბული), რომელსაც დღესდღეობით, საქართველოში აქტიურად იყენებენ, როგორც სასწავლო პროცესში, ისე კლინიკურ საქმიანობაში.

 

უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.