ორტომეულის ფასი - 365 ₾
ვიმედოვნებთ, რომ ორ ტომად გამოცემული სახელმძღვანელო - „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები“ სტუდენტებისთვის ის ძირითადი ღერძი, ის ფუნდამენტი იქნება, რომელიც მათ საფუძვლიან ცოდნას მიაწვდის. სახელმძღვანელოში ილუსტრირებული საკუთარი კლინიკური შემთხვევების ამსახველი ფოტომასალის დემონსტრირება სტუდენტს ხელს შეუწყობს ცოდნის მიღებაში პაროდონტის დაავადებების კანონზომიერებების, პათოგენეზის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მართვის საკითხებში.
სახელმძღვანელო აერთიანებს ყველა მეცნიერებას, რაც პაროდონტოლოგიის შესწავლით დაინტერესებული პირისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია - პაროოდონტის ქსოვილების ანატომიიდან პაროდონტის და პერიიმპლანტური დაავადებების მკურნალობის ჩათვლით.
ფასი - 85 ₾
სახელმძღვანელო მოწოდებულია სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებისთვის, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის.
სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის სახელმძღვანელო პირველი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელიც ამბულატორიული სტომატოლოგიური დაწესებულებების მართვის ძირითად პრინციპებს აერთიანებს.
ფასი - 90 ₾
წიგნი რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისთვის.
სახელმძღვანელო ყველა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ და საჭირო საკითხს მოიცავს, რომელიც ენდოდონტისტის, როგორც პროფესიონალი სპეციალისტის დამოუკიდებელი საქმიანობისთვისაა აუცილებელი.
ფასი - 35 ₾
სახელმძღვანელო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ზურაბ ალხანიშვილის, ქეთევან გოგილაშვილის, გვანცა ტაბაღუას და ლილე კვაცაშვილის ავტორობით გამოსცა. სახელმძღვანელო კარგი დამხმარე იქნება სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯერებისთვის, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა და რენტგენო-ლაბორანტებისთვის.
წიგნი გამოიცა ქეთევან გოგილაშვილის და თეა ნაცვლიშვილის ავტორობით. გაიარა ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირება უცხოელ ექსპერტებთან და დამტკიცებულია ილიაუნის აკადემიური საბჭოს და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს მიერ.
პირის ღრუს ჰიგიენისტის პროფესია არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა. საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტი, ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ამ პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნასაც მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ისეთი სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული და ჰარმონიაში მოვიდოდა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნებთან.
წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებისთვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ექიმი სტომატოლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა კურსებისთვის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
თითოეული ქვეყნის უმაღლეს სკოლას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროსა და შესაბამის კლინიკურ კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მიღწევას ცდილობს.
ჩვენი მიზანი და სურვილი სრულყოფილი სახელმძღვანელოს შექმნა და შესაბამისად, სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციაა. იმედია, რომ მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა სახელმძღვანელოს შინაარსს და მასში გადმოცემული რეკომენდაციების და გაიდლაინების ენდოდონტიურ პრაქტიკაში დანერგვით ხელს შეუწყობს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.