ნატალია ჯალაღონია

ნატალია ჯალაღონია
ნატალია ჯალაღონია

ციფრული მედიის მენეჯერი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამა, სწავლის მომდევნო საფეხური კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამაზე განაგრძო. პარალელურად, ნატალიამ გლაზგოს უნივერსიტეტში გაიარა ერთ-სემესტრიანი სწავლება. იგი 2021 წლიდან სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებლის კომპეტენციას ფლობს.

 

ნატალიას ძირითადი სამუშაო სფერო კომუნიკაციებსა და განათლებას უკავშირდება. მუშაობდა როგორც ბეჭდურ, ასევე ტელე და ონლაინმედიაში. ასევე იყო საქართველოს რკინიგზის მედიაკონსულტანტი და სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო Publicity-ს მედიამენეჯერი. ბოლო ოთხი წელი, ნატალია საზოგადოებრივ მაუწყებელში რეპორტიორისა და ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდა. პარალელურად, ნატალია სამოქალაქო განათლების საკითხებზე მუშაობს და 2020 წლიდან ა/ო „წითელი ხიდის” თანადამფუძნებელია.