ზურაბ ალხანიშვილი

ზურაბ ალხანიშვილი
ზურაბ ალხანიშვილი

მენეჯერი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

 

ზურაბ ალხანიშვილმა 2005 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული (ორთოპედიული) კოლეჯი. 2009 წელს კი ამავე უნივერსიტეტის  მედიცინის  ფაკულტეტზე  მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სტომატოლოგიაში.

 

2010 – 2012 წწ. გაიარა ბერგენის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა “ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება”, სამაგისტრო ნაშრომი (კვლევა) მოამზადა თემაზე “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა საქართველოში” და მიენიჭა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრის ხარისხი.

 

2014 წლიდან ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის “კვლევის მეთოდები ჯანდაცვაში” მსმენელია, 2016 წელს ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ჯანდაცვის მენეჯმენტში. 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით.

 

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები ჯანდაცვის პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით და პრაქტიკული კურსები უნგრეთში, სამელვეის უნივერსიტეტში და ეგვიპტეში, ალექსანდრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

 

მუშაობდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებში და პროფესიულ საზოგადოებებში. 2014 წლიდან სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” მენეჯერია. 2006 წლიდან ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობას.

 

2016 წლიდან World Vision International_ის ტრენერი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE) ექსპერტ-ფასილიტატორი და აკადემიური პროგრამების აკრედიტაციის ექსპერთა საბჭოს წევრია. 2017 წლიდან – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ – პროფესორი. 

 

პროფესიული აქტივობები

გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული ასამდე სამეცნიერო ღონისძიებაში, მათ შორის ლექციებით წარსდგა ლიტვის სტომატოლოგიური პალატის  საერთაშორისო კონგრესზე “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” (მოხსენების თემა “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვებში”) ქ. პრაღის (ჩეხეთი) ორთოდონტთა მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებით – “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში”; შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე საერთაშორისო კონგრესზე და სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის 28-ე ყოველწლიურ შეხვედრზე ჩიკაგოში (აშშ) კვლევის პრეზენტაცია თემაზე: “განვითარების დარღვევების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობა საქართველოში”. ბარსელონაში (ესპანეთი) ამერიკის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის (ADEA) კონფერენციაზე ” International Woman’s Leadership Conference” მოხსენებით “ორსული პაციენტის სტომატოლოგიური და სამედიცინო მომსახურების მენეჯმენტი”.

 

2009-2014 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი, 2014 წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.

 

ბიბლიოგრაფია

 

✓ სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო (ავტორი). – თბილისი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016. – 47გვ.

✓ რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში: სახელმძღვ. (ავტორი). - თურქეთი, “IMAK”, 2018

✓ აქციე შენი კლინიკა ბრენდად: სახელმძღვ. (ავტორი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თურქეთი, “IMAK”, 2020