შესაძლებელია თუ არა ზრდასრულ ასაკში კბილების გასწორება?

2019-03-11

ამერიკის ორთოდონტთა ასოციაციის მონაცემებით, ორთოდონტიულ პაცინტთა 27% ზრდასრულია და ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება.

 

რატომ მიმართავს სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი ორთოდონტს მკურნალობის ჩასატარებლად?

 

ამავე ასოციაციის პრეზიდენტის აზრით: "ზრდასრულ პაციენტთა უმეტესობა გაკვირვებული რჩება დღევანდელი მკურნალობის მეთოდებით. ის ფაქტი, რომ ორთოდონტიული მოსამსახურება მხოლოდ მოზარდებს ეკუთვნით, უბრალოდ საზოგადეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. ჩვენ გვაქვს მონაცემები, თუ რამდენად უმჯობესდება ჩვენი ზრდასრული პაციენტების პროფესიული და პირადი ცხოვრება ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ."

 

არაერთი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდეს აუცილებელი ზრდასრულ ასაკში ორთოდონტიული მკურნალობა. გენეტიკა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვობის ასაკში არსებული მავნე ჩვევები (ტუჩების კვნეტა, თითის წოვა და სხვა).

 

ბუნებრივ პროცესს მიეკუთვნება ასაკთან ერთად კბილების რკალის ცვლილება კბილების დაკარგვის, ცვეთის ან ღრძილების დაავადების შემთხვევაში. აღსანიშნავია, ასევე, წარსულში ჩატარებული არასწორი ან დაუსრულებელი ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ განვითარებული რეციდივი.

 

რა ნეგატიური გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან ზრდასრულ ასაკში ჩატარებულ ორთოდონტიულ მკურნალობას?

 

თანამდეროვე ტექნოლოგიების არსებობამ მსგავსი პრობლემები მინუმუმამდე დაიყვანა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს ტკივილი და მცირეოდენი დისკომფორტი, ნაკაწრები და წყლულები ლოყასა და ენაზე, საფეთქველ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილი, ღრძილის რეცესია, ლაქები მინანქარზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი გართულებები ძალზედ იშვიათია სწორად დაგეგმილი მკურნალობის დროს და კვალიფიციური სპეციალისტის შემთხვევაში.