თათა ბოჭორიშვილი

ორთოდონტი

თათა ბოჭორიშვილმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. 2017-2018 წლებში სწავლა რეზიდენტურაში განაგრძო ორთოდონტიის მიმართულებით.

ალბიუსის გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა. ამჟამად, ალბიუსში ექიმი-ორთოდონტის პოზიციას იკავებს და მუშაობს როგორც ბავშვთა, ასევე, მოზარდთა და მოზრდილთა ორთოდონტიულ მკურნალობაზე.

ბავშვთა ასაკში მუშაობს როგორც მოსახსნელი ფირფიტოვანი, ასევე ყბების ზრდის მოდიფიკაციისათვის განკუთვნილი აპარატებით. მოზრდილებში კი - თვითლიგირებადი და ლიგატურული ბრეკეტ სისტემებით.

თათას მონაწილეობა მიღებული აქვს ათეულობით საერთაშორისო ღონისძიებასა და პრაქტიკულ მასტერკლასში.