ალბიუსის ISO 9001:2015 სერტიფიკატი განახლდა

2024-03-26
სამი წლის წინ ISO სტანდარტის მიღწევა და სერტიფიკატის მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი კლინიკის ცხოვრებაში, მისი შენარჩუნება კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ხარისხისადმი.
 
 
ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი 2020 წელს გახდა. საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობით, ალბიუსი ISO 9001:2015-ის მოთხოვნებს ეტაპობრივად, თანამშრომლების და ექსპერტების აქტიური ჩართულობით, წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ნერგავდა.
 
გულწრფელი მადლობა ყველა ჩვენს პაციენტს ნდობისა და მხარდაჭერისთვის და ყოჩაღ ჩვენს საოცარ გუნდს გაწეული შრომისთვის!