პერიოსკოლა - 5 წლის!

2020-09-11

2015 წლის 11 სექტემბერს ალბიუსის პერიოსკოლის პრეზენტაცია შედგა.


ამ ხუთ წელიწადში:


✓ ჩვენთან სწავლების კურსი გაიარა 100-ზე მეტმა ექიმმა
✓ სასწავლო პროცესში ჩართული იყო 12 უცხოელი პაროდონტოლოგი, რომელთა ნაწილიც პერიოსკოლის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და ჩაატარა პრაქტიკული კურსი ან ლაივ ოპერაცია
✓ დაიწერა და გამოქვეყნდა პაროდონტოლოგიის სახელმძღვანელო. მალე გამოვა თანამედროვე კლასიფიკაციაზე და მკურნალობის გაიდლაინებზე დაყრდნობით შექმნილი ახალი სახელმძღვანელო
✓ პერიოსკოლის ორგანიზებით ქართველი ექიმების ჯგუფები სასწავლო პროგრამით 3-ჯერ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე მსოფლიოში ცნობილ პაროდონტოლოგებთან კერძო კლინიკებსა და უნივერსიტეტებში
✓ შეიქმნა პერიოსკოლის კლუბი, სადაც ექიმები სკოლის დამთავრების შემდეგ აგრძელებენ შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებას და უწყვეტ განათლებას პაროდონტოლოგიაში. შექმნეს საკუთარი ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური პაროდონტოლოგის მოძიება სახლთან ახლოს ნებისმიერ რეგიონში.


სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება პერიოსკოლაში! ახალი გამოწვევებით და ახალი საინტერესო სასწავლო პროგრამებით!