პროფესიონალური უსაფრთხოების სტანდარტი ალბიუსში

2026-01-15
პაციენტების უსაფრთხოება ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია, ამიტომ კლინიკაში განვათავსეთ პროფესიონალური უსაფრთხოების სტანდარტი - ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი.

💫 კლინიკის ყველა თანამშრომელმა გაიარა სპეციალური ინსტრუქტაჟი მოწყობილობის სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე.

📍 ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია ZOLL AED3 - მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალური სტანდარტი უსაფრთხოებაში, რომელიც რეალურ დროში აფასებს გულის მასაჟის ხარისხს, უზრუნველყოფს ეფექტურ გულ-ფილტვის რეანიმაციას და უნივერსალურად მუშაობს ნებისმიერი ასაკის პაციენტზე.

🫀 ✔️ გადაუდებელ სიტუაციებში პირველი წუთები გადამწყვეტია. სათანადო აღჭურვილობა და მომზადებული გუნდი ნიშნავს სწრაფ რეაგირებას, პაციენტისა და პერსონალის დაცვასა და მაქსიმალურ მზადყოფნას ნებისმიერი მოულოდნელი შემთხვევისთვის.

ალბიუსში უსაფრთხოება არ არის დამატებითი უპირატესობა - ეს ჩვენი სტანდარტია💜