პერიოსკოლა - 5 წლის!

2020-09-11

2015 წლის 11 სექტემბერს ალბიუსის პერიოსკოლის პრეზენტაცია შედგა.


ამ ხუთ წელიწადში:


✓ ჩვენთან სწავლების კურსი გაიარა 100-ზე მეტმა ექიმმა
✓ სასწავლო პროცესში ჩართული იყო 12 უცხოელი პაროდონტოლოგი, რომელთა ნაწილიც პერიოსკოლის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და ჩაატარა პრაქტიკული კურსი ან ლაივ ოპერაცია
✓ დაიწერა და გამოქვეყნდა პაროდონტოლოგიის სახელმძღვანელო. მალე გამოვა თანამედროვე კლასიფიკაციაზე და მკურნალობის გაიდლაინებზე დაყრდნობით შექმნილი ახალი სახელმძღვანელო
✓ პერიოსკოლის ორგანიზებით ქართველი ექიმების ჯგუფები სასწავლო პროგრამით 3-ჯერ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე მსოფლიოში ცნობილ პაროდონტოლოგებთან კერძო კლინიკებსა და უნივერსიტეტებში
✓ შეიქმნა პერიოსკოლის კლუბი, სადაც ექიმები სკოლის დამთავრების შემდეგ აგრძელებენ შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებას და უწყვეტ განათლებას პაროდონტოლოგიაში. შექმნეს საკუთარი ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური პაროდონტოლოგის მოძიება სახლთან ახლოს ნებისმიერ რეგიონში.


📣 სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება პერიოსკოლაში! ახალი გამოწვევებით და ახალი საინტერესო სასწავლო პროგრამებით!