ორთოდონტია

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას (ხშირად ამ მიზნით ვინირებსაც მიმართავენ). იმის გათვალისწინებით, რომ თანკბილვა და კბილთა შეთანასონების დარღვევა სახის ნაკვთებზე, გამომეტყველებასა და ტანადობაზეც კი აისახება, საუკეთესო ესთეტიკური ეფექტის მიღება მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის დახმარებითაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ბრეკეტ-სისტემების საშუალებით კი შედეგის მიღწევა ოპტიმალურ დროშია შესაძლებელი.

 

 

ბრეკეტ-სისტემის სახეობები

"ალბიუსი" გთავაზობთ დღესდღეობით არსებული თანამედროვე ბრეკეტ-სისტემის ყველა სახეობას.

ბრეკეტ-სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება:

1) კონსტრუქციით - ლიგატურული და თვითლიგირებადი

2) ფიქსაციის (ადგილის) მიხედვით - ვესტიბულური და ლინგვალური

3) მასალის მიხედვით - მეტალის, კერამიკის და პლასტმასის.

 

ამერიკული წარმოების კლასიკური მეტალის ვესტიბულური ბრეკეტები ლიგატურული ბრეკეტების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომ და პოპულარულ სისტემას წარმოადგენს. სისტემის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: ბრეკეტი, რკალი და შემაერთებელი ელემენტი (ლიგატურა-მეტალის და ელასტიური), რომელიც, როგორც წესი, სხვადასხვა ფერის ელასტიკური მასალისაგან მზადდება. ლიგატურა ყოველ ვიზიტზე იცვლება, შესაბამისად, ახალგაზრდა პაციენტს ღიმილის ფერის შეცვლა ყოველ ვიზიტზე შეუძლია.

 

მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტები DAMON Q

DAMON Q ამჟამად არსებულ ბრეკეტებს შორის საუკეთესოა. სიტყვა თვითლიგირებადი ნიშნავს, რომ ორთოდონტიული რკალი, რომელიც ბრეკეტ-სისტემის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ბრეკეტის ღარში საიმედო მექანიზმით ფიქსირდება. სხვა ლიგატურული ტიპის ბრეკეტ-სისტემებში ამ ფუქციას ლიგატურა ასრულებს, რომელიც ნაკლებად საიმედოა და სისტემაში ხახუნის გამომწვევია. თვითლიგირებადი მექანიზმის დახმარებით Damon System ხახუნის დაბალი მაჩვენებელით გამოირჩევა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მსუბუქი ძალით მარტივად და სწრაფად გადავაადგილოთ კბილი. გარდა ამისა, ორთოდონტიული რკალის ბრეკეტ-ღარში საიმედო ფიქსაცია გვეხმარება უკეთესად გავაკონტროლოთ კბილის მდებარეობა. მკურნალობაც უფრო პროგნოზირებადი, სწრაფი და ეფექტურია.

 

 

                               

 

 

კერამიკის ბრეკეტები - Ovation C

კლასიკური კერამიკის ვესტიბულური ბრეკეტები მინანქრის ფერთან კარგად ადაპტირდება და ნაკლებად შესამჩნევია.

 

გამჭვირვალე თვითლიგირებადი ბრეკეტები Damon Clear

Damon Clear ბრეკეტების გამჭვირვალე ვარიანტია და კერამიკული მასალისაგან არის დამზადებული. მას თვითლიგირებადი სისტემისათვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თვისება აქვს და მათ შორის ყველაზე კარგი ვიზუალით გამოირჩევა. სხვა კერამიკული ბრეკეტებისაგან განსხვავებით, Damon-ის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია საკვების მიღების შემდეგ ბრეკეტების ფერის ცვლილებას არ შეუშინდეს.

 

 

                                

 

 

ლინგვალური ბრეკეტები

ლინგვალური ბრეკეტ-სისტემა არის ინდივიდუალური ენისკენა ზედაპირზე დაფიქსირებული სისტემა, რომელიც პრაქტიკულად უჩინარია. კლინიკა "ალბიუსი" თავაზობთ თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებს - INCOGNITO და WIN, რომლებიც მზადდება გერმანიაში, პარტნიორ ლაბორატორიაში ყოველი პაციენტის ანაბეჭდის და ინდივიდუალური მონაცემების შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, მკურნალობის შედეგეი მეტად პროგნოზირებადი, პროცესი კი სწრაფი და ეფექტური იყოს.

ლინგვალური ბრეკეტების მთავარი უპირატესობა - 100%-იანი ესთეტიკური კომფორტია, ვინაიდან ბრეკეტების არსებობის შესახებ ცნობილი მხოლოდ თქვენთვის და თქვენი ექიმისთვის იქნება.

 

 

                                             

 

 

ორთოდონტიული მკურნალობა ბავშვებში

 

ხუთი წლის ასაკიდან, ყველა ბავშვისთვისაა რეკომენდებული ორთოდონტიული კონსულტაციის ჩატარება, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება. ამ დარღვევების მიზეზია - მავნე ჩვევები (თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩების კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება), არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. საჭიროების შემთხვევაში, ორთოდონტი შესაბამის მკურნალობას შემოგთავაზებთ.

 

LM აქტივატორი

ორთოდონტიული ანომალიების პროფილაქტიკის და პრევენციისთვის, ხუთი წლის ასაკიდან, ადრეული ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება ინოვაციური აპარატით - LM აქტივატორითაა შესაძლებელი, რომელიც, ამავე დროს, კბილებს ამოჭრის პერიოდში სწორი მდგომარეობის დაკავებაში ეხმარება. აპარატი სილიკონისგანაა დამზადებული და ყბის ზომების მიხედვით ინდივიდუალურად ირჩევა. LM აქტივატორის მეშვეობით ხდება თანკბილვის ანომალიების 80%-ის აღმოფხვრა, რასაც შესაბამისი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს.

 

 

                                              

 

 

ყბის გასაფართოებელი აპარატი

თუ პაციენტის ზედა ყბა შევიწროებულია და ფრონტალური (წინა) კბილების სწორი დგომისთვის საკმარისი ადგილი არაა, პირველ რიგში ყბის გაფართოება უნდა მოხდეს  და კბილების გასწორება უკვე მკურნალობის მეორე ეტაპს წარმოადგენს. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია ზედა ყბაზე ფიქსირებული ექსპანდერებით მკურნალობა. აპარატი მოუხსნელი კონსტრუქციისა და მკურნალობის მანძილზე ფიქსირებულია პაციენტის პირის ღრუში. მკურნალობის ამ მეთოდს მივმართავთ ჯვარედინი თანკბილვის არსებობის შემთხვევაშიც.

 

 

                                  

 

 

ფუნქციური აპარატი Twin Block

თუ პაციენტს ქვედა ყბის დისტალური (უკანა) პოზიცია, ზედა და ქვედა ფრონტალურ კბილებს შორის დიდი ზომის საგიტალური ნაპრალი (სივრცე ზედა და ქვედა ფრონტალურ კბილებს შორის), პროფილში პატარა ნიკაპი, მავნე ჩვევები და სუნთქვის პრობლემები აღენიშნება, ამ შემთხვევაში, ორთოდონტიული მკურნალობა ფუნქციურ აპარატით Twin Block-ით მიმდინარეობს. მკურნალობის პროცესში, თანკბილვის შეცვლასთან ერთად, უმჯობესდება სახის ესთეტიკური პარამეტრებიც.

 

 

                                       

 

 

პროფილაქტიკური აპარატები

სარძევე კბილების ნაადრევად დაკარგვის შემთხვევაში, გვერდით მდგომი მუდმივი კბილი შეიძლება თავისუფალი სივრცისკენ გადანაცვლდეს და მუდმივი კბილი, რომელიც ამ ადგილას უნდა ამოჭრილიყო, სივრცის გარეშე რჩება. მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია დროულად დაფიქსირებული პროფილაქტიკური აპარატებით, რომლებიც სარძევე კბილების ექსტრაქციის (ამოღების) შემდგომ შექმნილ სივრცეს ინარჩუნებენ.

 

 

                                                                     

 

 

Face Mask

თუ პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის ქვედა ყბა (ქვედა ყბის პროგნატია), რომელიც პირის ღრუში ფრონტალური კბილების ჯვარედინი თანკბილვით, ზედა ყბის შევიწროებით და ნიკაპის წინა დგომითაა მანიფესტირებული, რეკომენდებულია კომბინირებული მკურნალობა - ზედა ყბის გაფართოება ფიქსირებული ექსპანდერით, Face Mask აპარატით კი ზედა ყბის ზრდის სტიმულაცია და ქვედა ყბის ზრდის შეკავება. Face Mask ძილის დროს გამოიყენება, შესაბამისად, პაციენტისთვის ნაკლებად შემაწუხებელია.