დენტალური იმპლანტაცია კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
რას ნიშნავს დენტალური იმპლანტაცია?
თავად იმპლანტი ერთგვარი ხელოვნური ფესვია, რომელიც ყბის ძვალში ფიქსირდება. შემდეგ ეტაპზე, იმის გთალისწინებით, თუ რა სახის დეფექტია აღსადგენი, იმპლანტზე შეიძლება დამაგრდეს ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროტეზი. ყველაზე პოპულარულია ტიტანისგან დამზადებული იმპლანტები, რომელიც ყველაზე ძველი და სრულყოფილად შესწავლილი სისტემაა.
რამდენი ხანი გაძლებს იმპლანტი?
იმპლანტაციის წარმატება დამოკიდებულია არამარტო იმპლანტის ხარისხზე, ექიმის პროფესიონალიზმსა და პაციენტის მოტივაციაზე, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ამიტომ, თუკი იმპლანტაციას გადაწყვეტთ, პირველ ეტაპზე საჭიროა გამოკვლევა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
იმპლანტაციის წარმატებაში გადამწყვეტი როლი აქვს პაციენტის მოტივაციას, კერძოდ ზედმიწევნით კარგ ჰიგიენას და რეგულარულ საპროფილაქტიკო ვიზიტებს სტომატოლოგთან.