პაროდონტოლოგია

პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარება ღრძილებიდან იწყება. ალბიუსში პაროდონტოლოგიური მკურნალობის ოქროს სტანდარტი ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ დაინერგა. 

 

რა შემთხვევაში მივმართოთ პაროდონტოლოგს?

ღრძილებიდან სისხლდენა ხშირად პაციენტების მხრიდან იგნორირებულია, რამაც შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარება ღრძილებიდან იწყება. იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს.

გინგივიტის დროს შეიძლება შენიშნოთ მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და მხოლოდ ამ სტადიაშია პროცესი შექცევადი ანუ სრული განკურნებაა შესაძლებელი. 

სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული.  მკურნალობით პროცესის აგრესიული მიმდინარეობის შეჩერება შესაძლებელია, თუმცა საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რათა არ განახლდეს და არ განაგრძოს პროგრესირება. მკურნალობის გარეშე პაროდონტის ანთებითი დაავადების გვიანდელ სტადიაზე კბილები იმდენად ირყევა, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია. შედეგად ხშირად სრულიად ჯანსაღი კბილები იკარგება.

 

რატომ ალბიუსის პაროდონტოლოგები?

"ალბიუსში" პაროდონტის ანთებითი დაავადებების მკურნალობა უახლესი მეთოდებითა და აპარატურით მიმდინარეობს. რომის „საპიენცას“ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ცენტრში მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები დაინერგა. 2016 წელს „ალბიუსის“ პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლაც გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად ექიმი სტომატოლოგების ახალ ნაკადს ღებულობს. ალბიუსის ექიმებმა გამოსცეს ორი  სახელმძღვანელო პაროდონტის დაავადებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის შესახებ. ჩვენი ექიმები ყოველწლიურად მიემგზავრებიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა პაროდონტოლოგიურ მასტერ-კლასებზე.