Invisalign

© ინფორმაცია Invisalign-ის შესახებ მოწოდებულია kbili.ge -ს მიერ

რა არის INVISALIGN?

Invisalign სისტემა - ეს არის კბილების გასწორების პრაქტიკულად უხილავი საშუალება.

3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, Invisalign სისტემა ახდენს თქვენი მკურნალობის დემონსტრირებას დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე, თქვენი ექიმის, Invisalign სერტიფიცირებული სპეციალისტის, მიერ დასმულ დიაგნოზზე დაყრდნობით.

გამჭვირვალე ელაინერების კომპლექტი მზადდება სპეციალურად თქვენთვის, თქვენს კბილებზე მორგებული, რათა ეტაპობრივად მოხდეს მათი გადაადგილება.

 

 

როგორ მუშაობს Invisalign სისტემა?

ელაინერები გადაადგილებენ კბილებს მკაცრად კონტროლირებადი და სინქრონიზებული მოძრაობებით.

ყოველ ეტაპზე ხდება მხოლოდ განსაზღვრული კბილების მოძრაობა, დაგეგმილი პროცესიდან გამომდინარე.

 

 

 

 

რამდენ დროს მოითხოვს Invisalign-ით მკურნალობა?

მკურნალობის დრო დამოკიდებულია მკურნალობის სირთულეზე. საშუალოდ, მკურნალობა გრძელდება 6 დან 18 თვემდე. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ექიმი კონსულტაციის დროს.

კვლევები გვაჩვენებს, რომ კბილების გასწორების შემდეგ, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ისინი პირვანდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ. ასე, რომ მკურმალობის შემდეგ, გარკვეული პერიოდით რეკომენდებულია Vivera რეტეინერების ტარება.

                       

რა უპირატესობები გააჩნია Invisalign-ს?

Invisalign ელაინერები არის გამჭვირვალე და პრაქტიკულად ვერავინ შეამჩნევს, რომ თქვენ კბილებს ისწორებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ Invisalign ელაინერები არის მოსახსნელი, მკურნალობის პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი საკვები და სასმელი, მათი მოხსნის შემდეგ.

ასევე, შეგიძლიათ გაისუფთაოთ კბილები ჯაგრისით და ფლოსით, პირის ღრუს ჰიგიენის სრულყოფილად დაცვისთვის. რეკომენდებულია ელაინერების ტარება დღე-ღამეში 22 საათის მანძილზე.

ტრადიციული ბრეკეტ-სისტემისგან განსხვავებით, ელაინერები არ შეიცავენ მეტალის ელემენტებსა და მავთულებს. რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტები თქვენს ორთოდონტთან წაგართმევთ ბევრად ნაკლებ დროს, ვიდრე ბრეკეტ-სისტემით მკურნალობისას.

Invisalign სისტემა, საშუალებას იძლევა დაინახოთ მკურნალობის გეგმა და ვირტუალური შედეგი მკურნალობის დაწყებამდე.

 

 

                                       

 

 

ეს არის კბილების გასწორების ახალი მეთოდი?

ორთოდონტები და სტომატოლოგები მრავალი წლის მანძილზე, წარმატებით იყენებდნენ მოსახსნელ აპარატურას კბილების გასწორებისთვის. Invisalign სისტემა კი იყენებს 3D ტექნოლოგიებს: კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფა ClinCheck, საშუალებას აძლევს პაციენტს, კბილების გასწორების სრული პროცესი, დაგეგმარებიდან მკურნალობის დასრულებამდე, იხილოს ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე.

 

რამდენ პაციენტს აქვს გავლილი ან გადის მკურნალობას Invisalign -ით?

მსოფლიოს მასშტაბით, 8 მილიონზე მეტ პაციენტს აქვს ჩატარებული მკურნალობა Invisalign-ის სისტემით.

 

ისგან არის დამზადებული ელაინერები და როგორ გამოიყურება ისინი?

თითქმის შეუმჩნეველი ელაინერები, დამზადებულია გამძლე, სამედიცინო კლასის, თერმოპლასტიკური მასალისგან, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად Invisalign-სთვის. 

ამ მასალას ეწოდება SmartTrack.

 
რამდენად ხშირად არის საჭირო ექიმთან ვიზიტი Invisalign-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ?

პაციენტები, როგორც წესი, სტუმრობენ თავიანთ მკურნალ ექიმებს 6-8 კვირის ინტერვალით, რათა დარწმუნდნენ, რომ მკურნალობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამასთან, მიიღონ ელაინერების შემდეგი კომპლექტი.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის მიმდინარეობიდან გამომდინარე.

 

არის თუ არა Invisalign-ით მკურნალობა მტკივნეული?

პაციენტების გარკვეული რაოდენობა შესაძლებელია განიცდიდეს უმნიშვნელო დიკომფორტს, ახალი ელაინერის გაკეთების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ეს არის სრულიად ნორმალური. ჩვეულებრივ, აღწერენ როგორც მსუბუქი ზეწოლის შეგრძნება. მოცემული სიმპტომი - იმის მანიშნებელია, რომ ელაინერები მოქმედებენ და როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ ეს შეგრძნება გაივლის.

 

საჭიროა, თუ არა რეტეინერების ტარება Invisalign-ით მკურნალობის დასრულების შემდეგ?

რეტეინერების ტარება, ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დასრულების შემდეგ არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ეს აპარატები საშუალებას იძლევიან შევინარჩუნოთ კბილების ახალი მდებარეობა.

 

შეუძლია თუ არა ნებისმიერ ექიმს Invisalign-ით მკურნალობის ჩატარება?

მიუხედავად იმისა, რომ Invisalign სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ მკურნალობის კონცეფციასთან ერთად, მისი გამოყენებისათვის საჭიროა სპეციალური მომზადება.

ყველა ორთოდონტი, რომელიც დაინტერესებულია Invisalign-ით მკურნალობის ჩატარებით, ვალდებულია გაიაროს სწავლება.

მსოფლიოში, 90 000-ზე მეტ ორთოდონტსა და სტომატოლოგს აქვს გავლილი სწავლება Invisalign სისტემით მუშაობისათვის.