სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი
სახელმძღვანელო მოწოდებულია სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებისთვის, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის.
სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის სახელმძღვანელო პირველი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელიც ამბულატორიული სტომატოლოგიური დაწესებულებების მართვის ძირითად პრინციპებს აერთიანებს.
სახელმძღვანელო დაიბეჭდა თურქეთში, სტამბაში IMAK. წიგნზე მუშაობდა ორი დიზაინერი, კორექტორი, რედაქტორი, დამკაბადონებელი, 7 ავტორი და 30 კონსულტანტი;
გვერდების რაოდენობა: 480
სახელმძღვანელო „აქციე შენი კლინიკა ბრენდად - სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი“ სამი ნაწილისგან შედგება:
ნაწილი I - შთაბეჭდილების დიზაინი
წიგნის პირველი ნაწილი სტომატოლოგიური კლინიკების სტანდარტებს დეტალურად განიხილავს და დაფუძნებულია ერგონომიკული მუშაობის პრინციპებზე. წარმოდგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უნივერსალური დიზაინის პრინციპები და ადაპტირების საშუალებები.
დეტალურადაა განხილული მარკეტინგის, ბრენდინგის და კომუნიკაციის საკითხები.
აღნიშნული ნაწილი მეტწილად გათვალისწინებულია:
✓ ჯანდაცვის სფეროში მარკეტინგის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის;
✓ კლინიკების ხელმძღვანელებისთვის;
✓ სტუდენტებისთვის;
✓ სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში მოღვაწე აკადემიური პერსონალისთვის;
ნაწილი II - ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება – ფასეულობებზე დაფუძნებული მენეჯმენტი
წიგნის მეორე ნაწილი სტომატოლოგიური გუნდის და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე დეტალურ პროტოკოლებს შეიცავს ინფექციების კონტროლის, ნარცენების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე. პირველად ქვეყნდება შრომითი უსაფრტხოების კანონმდებლობით მოთხოვნილი პროტოკოლები და შაბლონები. წიგნი კარგი დამხმარე შეიძლება აღმოჩნდეს:
✓ სამედიცინო უნივერსიტეტებისთვის;
✓ ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანზიაციებისთვის;
✓ კლინიკების ხელმძღვანელებისთვის;
✓ სტუდენტებისთვის;
✓ სამედიცინო სფეროში მოღვაწე აკადემიური პერსონალისთვის;
✓ უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის;
✓ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის;
ნაწილი III - სერვისების კონცეფცია და მომსახურების დიზაინი
წიგნის მეორე ნაწილი ოპერაციული მენეჯმენტის, დოკუმენტაციის წარმოების, სამედიცინო ტურიზმის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სამედიცინო დაზღვევის საკითხებს ეხება და გათვალისწინებულია:
✓ ჯანდაცვის მენეჯერებისთვის;
✓ კლინიკების ხელმძღვანელებისთვის;
✓ სტუდენტებისთვის;
✓ სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში მოღვაწე აკადემიური პერსონალისთვის;
ავტორები:
ზურაბ ალხანიშვილი
ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, თსუ-ის დოქტორანტი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი. 20-მდე პუბლიკაციის და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.
ქეთევან გოგილაშვილი
თსუ-ის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 8 სახელმძღვანელოს ავტორი
გვანცა ტაბაღუა
თსუ-ის დოქტორანტი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" ვიცე პრეზიდენტი.
ნინო გვასალია
თსუ-ის დოქტორანტი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" პრეზიდენტი.
ალექსი ჩიქოვანი, მარკეტერი
თინათინ ოსეფაშვილი, ციფრული მარკეტინგის ექსპერტი
ნინო ანდრიაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი