რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის მსმენელები გაეცნობიან კლინიკური ენდოდონტიის საფუძვლებს, ენდოდონტიაში მუშაობის პრაქტიკულ ნიუანსებს, პრაქტიკული მოღვაწეობის საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, წარმატებული მკურნალობის თანამედროვე კონცეფციას და საშუალებებს, კონსერვატიული და ქირურგიული ენდოდონტიის რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
როგორი იქნება სწავლის პროცესი?
სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ენდოდონტისტების ლექცია-ვებინარებს, მასტერ-კლასებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალური ენდოდონტიური ანაწყობი ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სკოლის სერთიფიკატი.
ვის შეუძლია ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს ექიმებს.
როდის შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველი ახალი ჯგუფის მიღების გამოცხადებიდან 3 კვირის განმავლობაში.
რეგიტრაცია შესაძლებელია როგორც ვებგვერდზე რეგისტრაციის ბმულის საშუალებით, ასევე ადგილზე მოსვლით - ალბიუსის სტომატოლოგიურ აკადემიაში.
მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, 4 საათი.