თანამედროვე გაიდლაინების თანახმად, სტომატოლოგიური მკურნალობის გადავადება მშობიარობის შემდეგ უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ორსულობის დროს მკურნალობა (რენტგენოლოგიური კვლევის ჩათვლით).
ცხადია, თქვენი ძილისწინა რუტინა გადატვირთულია სახის დაბანის, მასაჟის, კანის მოვლის პროცედურებით, ან სულაც გარეთ გატარებული საღამოს შემდეგ, შეიძლება ერთი სული გქონდეთ ბალიშს ჩაეხუტოთ და ამ დროს კბილების გამოხეხვა სრულებით დაგავიწყდეთ.
კბილების არასწორი წყობა ან არასწორი თანკბილვა ბევრ მოზრდილს უქმნის დისკომფორტს, რის გამოც დღის წესრიგში ორთოდონტიული მკურნალობა დგება.
შეგინიშნავთ ცუდი სუნი, როდესაც პირბადე გიკეთიათ? 2020 წელმა ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი. ერთ-ერთია პირბადეების შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში. პირბადეს ვატარებთ თითქმის მუდმივად, ყველგან, სადაც დავდივართ, რათა ამ გზით ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას და დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.
დაფიქრებულხართ ოდესმე, რატომ ვიღებთ სიბრძნის კბილს? არასწორი მდებარეობის გამო, სიბრძნის კბილის გაწმენდა პრობლემურია. საკვების ნარჩენებმა და ბაქტერიებმა არა მხოლოდ თავად მერვე კბილი შეიძლება დააზიანოს, მეშვიდე კბილის ჯანმრთელობასაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას. კარიესი, პაროდონტიტი, ძვლის დაზიანება ამ მიდამოში ხშირია სწორედ გართულებული ჰიგიენის გამო.
პირის ღრუს კიბოს 6 საგანგაშო ნიშნიდან რამდენია თქვენთვის ცნობილი? ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთში პირის ღრუს კიბოს შემთხვევები თითქმის გაორმაგდა - ყოველ 1 საათში 1 ადამიანს უსვამენ ამ დაავადების დიაგნოზს.
თუკი პანდემიის გამო სტომატოლოგთან დაგეგმილი ვიზიტის გადადება გიწევთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ჰიგიენური პროცედურები სახლში ჩაიტაროთ და თავი დაიცვათ შესაძლო გართულებებისგან? როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ?
თუ ვინმეს ჰკითხავთ, თუ რომელი საკვები პროდუქტი ასოცირდება ჯანმრთელ პირის ღრუსთან, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ რა თქმა უნდა რძის პროდუქტები, როგორც კალციუმის ძირითადი რესურსი. კალციუმი მართლაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც კბილის ქსოვილებს სიმტკიცეს ანიჭებს.
მკრთალი თეთრი, ცარცისფერი, მორუხო ან მოყავისფრო ლაქები მინანქარზე ხშირად ფლუოროზის ნიშანია. ეს მდგომარეობა 1-დან 4 წლამდე ასაკში ფტორის ჭარბი რაოდენობის მიღებითაა გამოწვეული.
ამერიკის ორთოდონტთა ასოციაციის მონაცემებით, ორთოდონტიულ პაცინტთა 27% ზრდასრულია და ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება.