სკოლის მიზანია პაროდონტოლოგიის ფუნდამენტური სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციელისტების დახმარებით.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების (GSPi) წევრობა
სასწავლო კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განათლების საბჭოს მიერ აკრედიტებულ სერტიფიკატს!
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
✓ პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტთა გამოკვლევას, დაავადების დიაგნოსტირებას, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას.
✓ პაროდონტის დაავადებათა მკურნალობისთვის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდების, ხელისა თუ სხვადასხვა ტიპის ულტრაბგერის და ლაზერის აპარატების გამოყენებას.
✓ მტკიცებითი მედიცინის საფუძვლების (სანდო სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურის მოძიება, მათი ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება) დაუფლებას, რაც სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, ყოველდღიურ პრაქტიკაში თვითგანათლების და პროფესიული ზრდის საშუალებას მისცემს.
კონსერვატიული პაროდონტოლოგიის კურსის პროგრამა:
1. პაროდონტის დაავადებათა კლასიფიკაციები
2. პაროდონტის ნორმალური და კლინიკური ანატომია
3. პაროდონტის ქსოვილების ემბრიოგენეზი
4. პაროდონტის დაავადებათა ეტიოლოგია და პათოგენეზი
5. პაროდონტის ქსოვილების გამოკვლევის მეთოდები
6. ღრძილის დაავადებები: ბიოაპკთან დაკავშირებული გინგივიტები და ღრძილსი დაავადებებრომლებიც არაა დაკავშირებული ბაქტერიულ ბიოაპკთან
7. პაროდონტიტი
8. პაროდონტის მწვავე დაავადებები
9. ლორწოვან-ღრძილოვანი დეფორმაციები
10. ოკლუზიური ტრავმა
11. სხვადასხვა ორთოპედიული კონსტრუქციის/რესტავრაციის და კბილის ანატომიური ფაქტორების გავლენა პაროდონტის ქსოვილებზე
12. ლორწოვანი გარსის დაავადებები, პირის ღრუს სიმშრალე, ჰალიტოზი.
13. მტკიცებითი მედიცინის მნიშვნელობა პაროდონტოლოგიაში
14. პაროდონტული ჭრილობების შეხორცების თავისებურებები
15. პაროდონტის ანთებითი დაავადებების კონსერვატიული მკურნალობის თავისებურებები
16. პაროდონტის დაავადებების და კბილის პროგნოზის განსაზღვრა
17. პაციენტის განათლება და მოტივაცია
18. პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის მეთოდები და საშუალებები
19. ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება და ღრძილქვეშა ინსტრმენტირება: მეთოდები, ინსტრუმენტები
20. პაროდონტის ანთებითი დაავადებების მკურნალობის დამატებითი მეთოდები
21. პაროდონტის მწვავე მდგომარეობების მკურნალობა
22. კბილების შინირება
23. დამხმარე (შემანარჩუნებელი) თერაპია
ქირურგიული პაროდონტოლოგიის კურსის პროგრამა:
1. მიკროქირურგიული კონცეფცია პაროდონტოლოგიაში
2. ქირურგიული პაციენტების მენეჯმენტი
3. პაროდონტული განაკვეთები, ნაფლეთები და ნაკერები. ბიომასალები
4. პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგიის ზოგადი მიმოხილვა
5. ანომალურად მიმაგრებული ლაგამის და ჭიმების პლასტიკა
6. თავისუფალი ღრძილოვანი ტრანსპლანტატის ოპერაცია FGG
7. სასიდან გრაფტის აღება
8. ღრძილის რეცესია: ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, კლასიფიკაციები. ერთეული რეცესიის მკურნალობა
9. მრავლობითი რეცესიების მკურნალობა
10. პაროდონტიტის მკურნალობის III საფეხურის ზოგადი პრინციპები
11. მისადგომი ნაფლეთოვანი და რეზექციული ოპერაციები
12. ფურკაციის დაზიანებების მკურნალობა
13. ალვეოლური ქედის შენარჩუნების ოპერაცია
14. გვირგვინის დაგრძელება
15. იმპლანტების ირგვლივ რეცესიების მკურნალობა
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით - 0322240708