სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მრავალფუნქციური ორგანიზაციაა, რომლის წარმატების საწინდარიც გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, უახლესი ცოდნისა და სასიამოვნო გარემოს ერთობლიობაა.
ცენტრის დამფუძნებლის, ქეთევან გოგილაშვილის, მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დაარსებას. საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა. სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მტკიცებითი მედიცინის როლს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკითხების პრაქტიკაში გადატანას და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცოდნა თანამედროვე გაიდლაინებს, ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს ეფუძნება - ეს დიდ დახმარებს უწევს კლინიკაში მომუშავე ყველა სტომატოლოგს და შესაბამისად, ჩვენს პაციენტებს.
უკვე 5 წელია ალბიუსში სწავლებას და პაციენტების მკურნალობას ამერიკის პაროდონტოლგთა აკადემიის მიერ დამტკიცებული კლასიფიკაციით ვახორციელებთ. სწორედ ეს უკანასკნელი განასხვავებს ჩვენი ცენტრის მიდგომას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კლინიკებისგან. თითოეული წარმატებული ქეისი და კმაყოფილი პაციენტი ჩვენთვის დიდი მოტივატორია.
მარიამ ქურციკიძემ უმაღლესი სამედიცინო განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. დიპლომისშემდგომი სწავლება (რეზიდენტურა) კი სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსში" განაგრძო.
სტუდენტობიდან აქტიურადაა ჩართული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში. მონაწილება აქვს მიღებული ათეულობით საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის პრაქტიკულ მასტერ-კლასებში.
ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია:
✓ პაროდონტის დაავადებების მკურნალობის არა-ქირურგიული და ქირურგიული მეთოდების შესწავლა.
✓ მუდმივი კომუნიკაცია მსოფლიოში აღიარებულ პაროდონტოლოგებთან.
✓ სხადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ პრაქტიკულ კურსებში მონაწილეობით კვალიფიკაციის ამაღლება.
✓ ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის წევრობა (AIPS Club Member)
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის მსმენელები გაეცნობიან კლინიკური ენდოდონტიის საფუძვლებს, ენდოდონტიაში მუშაობის პრაქტიკულ ნიუანსებს, პრაქტიკული მოღვაწეობის საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, წარმატებული მკურნალობის თანამედროვე კონცეფციას და საშუალებებს, კონსერვატიული და ქირურგიული ენდოდონტიის რთული კლინიკური შემთხვევების მენეჯმენტს ყოველდღიურ პრაქტიკაში.
როგორი იქნება სწავლის პროცესი?
სწავლის პროცესი მოიცავს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ენდოდონტისტების ლექცია-ვებინარებს, მასტერ-კლასებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალური ენდოდონტიური ანაწყობი ინდივიდუალური პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სკოლის სერთიფიკატი.
ვის შეუძლია ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლაში ჩაბარება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რეზიდენტებს, პრაქტიკოს ექიმებს.
როდის შეიძლება რეგისტრაციის გავლა?
ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველი ახალი ჯგუფის მიღების გამოცხადებიდან 3 კვირის განმავლობაში.
როდის იწყება ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის პირველი სეზონი?
ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლამ სასწავლო პროგრამა 2019 წლის 4 თებერვალს დაიწყო.