აკადემია

ცენტრში კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ფუნქციონირებს სტომატოლოგიური აკადემია, სადაც ხდება პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამების განხორციელება. აკადემიას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროს შესაბამის კლინიკურ  კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მიღწევას ცდილობს. უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. ამ მიზნით ცენტრი სასწავლო რესურსცენტრს ფლობს, სადაც ყოველთვიურად სხვადასხვა მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექციების, ვებინარებისა და სემინარების ჩატარება ხდება.

 

ცენტრში დაფუძნებულია პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა (AiPS), სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა (DMS) და 2019 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლა (AiES).