წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებისთვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ექიმი სტომატოლოგების უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა კურსებისთვის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
სახელმძღვანელო სტომატოლოგის ასისტენტებს საშუალებას მისცემს, შეიქმნას წარმოდგენა სამუშაოს ორგანიზების, საკუთარი უფლება-მოვალეობების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. სახელმძღვანელო შედგება შვიდი თავისგან და ეფუძნება სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიული განათლების სტანდარტს, თუმცა ეყრდნობა დიდაქტიკურ პრინციპს – მარტივიდან რთულისაკენ: სახელმძღვანელო იწყება სტომატოლოგიის პროფესიის გაცნობით. მისი ისტორიით და მომავლის პერსპექტივებით. განხილულია ადამიანის ფსიქო-ტიპები, ეფექტიანი კომუნიკაციის და მულტიკულტურული ინტერაქციის მნიშვნელობა. კლინიკური უნარ-ჩვევების დახვეწისა და მკურნალობის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისთვის წიგნში ყველაზე მეტი დრო სწორედ ბაზისური სტომატოლოგიური მეცნიერებების განხილვას, კლინიკური სტომატოლოგიის პროცედურებს და პირის ღრუს დაავადებების მიმოხილვასა და პრევენციის საშუალებებს ეთმობა. პრეკლინიკური სტომატოლოგიური უნარ-ჩვევები და ადმინისტრაციული და მართვითი საქმიანობები სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, ვინაიდან, “სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო” პირველია, სადაც თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტომატოლოგიური დოკუმენტაციის წარმოება, რადიაციული უსაფრთხოება / დენტალური რადიოგრაფია, სადაც განხილულია დენტალური რენტგენის სხივი, რენტგენოგრაფიისთვის საჭირო აპარატურა და დანადგარები, პირშიგნითა და პირგარეთა დენტალური რენტგენის გადაღების ტექნიკა, ნარჩენების მართვის და ინფექციების კონტროლის პრინციპები და სხვა. ავტორთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ წიგნი დახმარებას გაუწევს როგორც სტუდენტებს, ისე სხვა ყველა დაინტერესებულ პირსაც.