თერაპევტი სტომატოლოგი, პირის ღრუს ქირურგი
მაია წიკლაურმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. 20 წლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე მუშაობდა თერაპიულ სტომატოლოგიაში, პირის ღრუს ქირურგიაში, ორთოპედიულ და ბავშვთა სტომატოლოგიაში.
2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და ათ წელზე მეტია სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) პროგრამის ხელმძღვანელია თერაპიულ სტომატოლოგიაში.
მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით სამეცნიერო ღონისძიებაში და გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია.