სალომე კვანტალიანი

პაროდონტოლოგი

სალომე კვანტალიანმა უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. სწავლა ჯერ სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსში თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურაში, შემდეგ კი ცენტრის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლაში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კონსერვატიული პაროდონტოლოგიის კურსი. 2019 წელს, სალომე ალბიუსის პაროდონტოლოგთა გუნდს შემოუერთდა.

 

2019 წლიდან, სალომე ალბიუსის პაროდონტოლოგის საერთაშორისო სკოლის კლუბში გაწევრიანდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით საერთაშორისო ღონისძიებაში და პრაქტიკულ მასტერ კლასებში.