ორთოდონტი, Invisalign-ის პროვაიდერი
თათა ბოჭორიშვილი სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსის ორთოდონტია, რომლის პროფესიული ხელწერა სიზუსტეს, თანამედროვე ხედვასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდეგ, მან ორთოდონტიის მიმართულებით გაიარა სარეზიდენტო მომზადება და 2018 წლიდან ალბიუსის გუნდს შეუერთდა. მას შემდეგ მუშაობს ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების ორთოდონტიულ მკურნალობაზე.
მისი კლინიკური მიდგომა ყოველთვის მორგებულია ასაკზე, საჭიროებაზე და კონკრეტულ ორთოდონტიულ ამოცანაზე. ბავშვებთან მუშაობისას იყენებს როგორც მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატებს, ისე ყბების ზრდის მოდიფიკაციისთვის განკუთვნილ სისტემებს. მოზარდებსა და მოზრდილებში კი მკურნალობს როგორც თვითლიგირებადი, ისე ლიგატურული ბრეკეტ-სისტემებით. თათა ასევე არის Invisalign-ის პროვაიდერი და პაციენტებს სთავაზობს გამჭვირვალე კაპებით მკურნალობას მათთვის, ვისაც უფრო შეუმჩნეველი და თანამედროვე ალტერნატივა სურს. დოქტორ გიდო სამპერმანსის თანამედროვე ციფრული ორთოდონტიის პროგრამამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი პრაქტიკა სიზუსტის, ეფექტიანობისა და ხარისხიანი შედეგის მიმართულებით. პარალელურად, ის ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორიცაა.