თეა ნაცვლიშვილი

ქირურგი პაროდონტოლოგი

თეა ნაცვლიშვილი არის ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი და ქირურგი-პაროდონტოლოგი, 17-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. მისი საქმიანობა აერთიანებს მაღალკლასიან კლინიკურ პრაქტიკას, აკადემიურ საქმიანობასა და სამეცნიერო ჩართულობას, რაც მას პაროდონტოლოგიის სფეროში ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად წარმოაჩენს.

იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე პაროდონტოლოგიის ორტომეული სახელმძღვანელოების — „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა“ — ავტორი. მისი პროფესიული საქმიანობა ეფუძნება მუდმივ განვითარებას, თანამედროვე ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

2025 წელს თეა ნაცვლიშვილმა წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტ „საპიენცაში“ პაროდონტოლოგიის სამწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა თავისი აკადემიური და კლინიკური ექსპერტიზა.

იგი არის საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების — იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების (SIdP) და იმპლანტოლოგთა საერთაშორისო გუნდის (ITI) — აქტიური წარმომადგენელი.

თეა ნაცვლიშვილი ფლობს პაროდონტოლოგიური მკურნალობის როგორც არაქირურგიულ, ისე ქირურგიულ მეთოდებს. განსაკუთრებული გამოცდილება და გამორჩეული შედეგები აქვს პაროდონტიტით დაზიანებული კბილების ირგვლივ ძვლოვანი დეფექტების რეგენერაციასა და ღრძილის რეცესიის შემთხვევაში რბილი ქსოვილების აუგმენტაციაში.

მისი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება უწყვეტ განათლებასა და საერთაშორისო პროფესიულ დიალოგს — იგი რეგულარულად მონაწილეობს და ხშირად თანაორგანიზატორის როლსაც ასრულებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და პრაქტიკულ კურსებში.