ალბიუსის გუნდი ულოცავს ავტორებს და ყველა კოლეგას ამ უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც პაროდონტოლოგიის ბაზისური საკითხებით დაწყებული, რთული კლინიკური შემთხვევების მართვის კლინიკური გაიდლაინებით დასრულებული, ყველა ასპექტს მოიცავს.
ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კლასიფიკაციის განახლების შემდეგ, ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს, მიდგომას, მეთოდს, რეკომენდაციას და მტკიცებულებებს ეფუძნება.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ექიმებით და მადლობას ვუხდით ავტორებს და იმ საერთაშორისო ექსპერტებს, ვინც სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდნენ.