თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში

2023-10-25

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სტომატოლოგია კიდევ უფრო ვითარდება. ჩვენ კი, მუდმივად ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ პროგრესს.

სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ორთოპედი გიორგი აფხაძე ამჯერად ათენის უნივერსიტეტში დაესწრო ძალიან საინტერესო მასტერკლასს, რომელიც ეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ესთეტიკურ სტომატოლოგიაში.

მასტერკლასი უკრაინელი ორთოპედ-სტომატოლოგის, ნაზარი მიხაილუკის ხელმძღვანელობით ჩატარდა.