"ალბიუსი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა

2019-05-08

✅ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

✅ ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად მხარეები ერთმანეთს პარტნიორ ორგანიზაციებად აცხადებენ და თანხმდებიან, რომ საქმიანობის ფარგლებში ურთიერთსასარგებლო ინტერესების გატარებას ერთობლივი მოქმედებებით ეცდებიან.

✅ ალბიუსი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და რეზიდენტებს პროგრამებითა, თუ მოდულებით გათვალისწინებულ დისციპლინებში სასწავლო კურსების გავლას უზრუნველყოფს.

იხილეთ სიუჟეტი