ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა.
ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) არის უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს. მიზანია საქართველოს, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის კომერციული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. ამერიკის სავაჭრო პალატა იცავს, მხარს უჭერს და წარმოადგენს მისი წევრი ორგანიზაციების საერთო ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების კონსტრუქციულ გადაწყვეტას. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ოფიციალურად დაარსდა 1998 წლის სექტემბერში, არამომგებიანი, არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით.