ალბიუსის პაროდონტოლოგები Zucchelli Institute-ში

2023-07-24

ალბიუსის პაროდონტოლოგებმა თეა ნაცვლიშვილმა, ლიკა გოგილაშვილმა და სალომე კვანტალიანმა ბოლონიაში, Zucchelli Institute-ში, მონაწილეობა მიიღეს პროფესორ Giovanni Zucchelli-ს მიერ ჩატარებულ საავტორო კურსში პაროდონტოლოგიურ პლასტიკურ ქირურგიაში.

კურსის მონაწილეები დაესწრნენ ორ ლაივ ოპერაციას და იხილეს რბილი ქსოვილების აუგმენტაცია კბილებისა და იმპლანტების მიდამოში; ასევე ჩატარდა პრაქტიკული კურსი.


ამ კურსის ორგანიზატორი საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოება GSPI - Georgian Society of Periodontology and Implantology იყო, რომელიც დაარსებულია სტომატოლოგიურ ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელის - ქეთევან გოგილაშვილისა და ალბიუსის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა ნაცვლიშვილის მიერ.


პროფესორი Zucchelli არის მსოფლიოში ნომერ პირველი პროფესიონალი კბილებისა და იმპლანტების ირგვლივ რბილი ქსოვილების აუგმენტაციაში (გაზრდაში).