ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა

2023-11-16
ალბიუსის დამფუძნებელი ქეთევან გოგილაშვილი ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს შეხვდა.
 
გაცნობითი ხასიათის სადილს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს მხარეებს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო კოოპერაციის შესაძლებლობები.
 
„ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რობინ დანიგანს ბიზნესფედერაციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე გაუზიარეს ასოციაციის ხედვა და მიზანი, რასაც საქართველოში ქალების გაძლიერება და ეკონომიკური გააქტიურება ჰქვია.
 
ქეთევან გოგილაშვილი 2020 წლიდან ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ის ასოციაციაში ჯანდაცვისა და მედიცინის კომიტეტს თავმჯდომარეობს.