ქეთევან გოგილაშვილი G100 მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

2023-12-01

ალბიუსის დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი ქეთევან გოგილაშვილი G100 მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.


G100 არის მსოფლიოს 100 ლიდერი ქალის ჯგუფი, რომელიც შედგება ნობელის პრემიის ლაურეატებისგან, სახელმწიფოს მეთაურებისგან, ბიზნესვუმენებისგან, ფილანტროპებისგან, ინვესტორებისგან, მეწარმეებისგან, კორპორატიული ლიდერებისგან და ა.შ.


ვულოცავთ ამ დამსახურებულ სტატუსს ქალბატონ ქეთევანს!